"მსგავსი რამ ადამიანს ჯერ არ შეუქმნია" - როგორი იქნება 170 კმ სიგრძის ცათამბჯენი, სადაც 9 მილიონი ადამიანი იცხოვრებს? - ფუტურისტული პროექტი  The Mirror Line | Allnews.Ge

"მსგავსი რამ ადამიანს ჯერ არ შეუქმნია" - როგორი იქნება 170 კმ სიგრძის ცათამბჯენი, სადაც 9 მილიონი ადამიანი იცხოვრებს? - ფუტურისტული პროექტი  The Mirror Line

საუდის არაბეთში ტექნოლოგიური სიახლეებითა და ინოვაციებითაა განთქმული. თუმცა, ამჯერად მათ ისეთი პროექტი წამოიწყეს, რომლის მსგავსიც აქამდე კაცობრიობას არ უნახავს.

The Mirror Line - ასე ჰქვია პროექტს, რომლის მშენებლობის სამუშაოები უკვე დაიწყებულია. უზარმაზარი შენობა 9 მილიონი ადამიანზე გათვლილი 170 კილომეტრიანი სიგრძის ჰორიზონტალული მეგა-ცათამბჯენი იქნება. ცათამბჯენი სათავეს წითელი ზღვის სანაპიროზე აიღებს და მთებსა და უდაბნოს გადაკვეთს.

saudi-arabia-neom-the-line-progress-1024x576-1698654893.jpg

1666690401-1698654907.jpg

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 ტრილიონი დოლარია.

"THE LINE" არის ფუტურისტული ურბანული საცხოვრებელი პროექტი, რომელიც შეიცავს მომავლის მოთხოვნების მრავალგანზომილებიან ასპექტს.

მას უწოდებენ ცივილიზაციურ რევოლუციას, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ადამიანებს ბუნებასთან ერთად.

THE LINE საუცხოო დიზაინით გამოირჩევა. ის იქნება სიგრძეში 170 კილომეტრის, სიგანეში 200 მეტრის და ზღვის დონიდან 500 მეტრზე.

როგორც ცნობილია, ადამიანები ცათამბჯენის ქვეშ გატარებული ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლებენ. მოსახლეობის გამოკვების საკითხის მოგვარება კი შენობის კონსტრუქციაში ინტეგრირებული ვერტიკალური ფერმების მეშვეობით იგეგმება.

download-1698654934.jpg

The Mirror Line-ის აშენება რამდენიმე ეტაპად უნდა გაიმართოს, რასაც, საერთო ჯამში, 50 წლამდე დასჭირდება.

2023103011044390382-1698654947.jpg

2023103011045490382-1698654960.jpg

ექსპერტები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთის ხელისუფლება The Mirror Line-ის აშენებას მართლაც მოახერხებს, ეს ნაგებობა კაცობრიობის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელობით შევა, როგორითაც გიზის პირამიდები ან ჩინეთის დიდი კედელი.

myquiz