იცით, როგორ დააყენოთ როუტერი ისე, რომ ინტერნეტი მთელ ბინაში იყოს ხელმისაწვდომი? | Allnews.Ge

იცით, როგორ დააყენოთ როუტერი ისე, რომ ინტერნეტი მთელ ბინაში იყოს ხელმისაწვდომი?

როუტერის დაყენების ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გავლენას ახდენს ინტერნეტ კავშირის ხარისხზე. საფეხურები:

სიმაღლე

რაც უფრო მაღლა დააყენებთ როუტერს, მით უკეთესი სიგნალი იქნება ყველა ოთახში. შეგიძლიათ როუტერი მოათავსოთ კარადაზე, წიგნების თაროზე ან კედელზე მიმაგრებულ თაროზე.

გაჯეტები

არ უნდა დააყენოთ როუტერი ტელევიზორთან, კომპიუტერთან, მიკროტალღურ ღუმელთან ან "სეტ-ტოპ ბოქსთან" ახლოს. ყველა ეს მოწყობილობა მუშაობს იმავე სიხშირით და ხელს უშლის Wi-Fi-ს სიგნალს. ოპტიმალური მანძილი არის 1 მეტრი ან მეტი.ერთი როუტერი საკმარისია სიგნალის მიწოდებისთვის 2-3 ოთახსა და სამზარეულოში. თუ როუტერს თქვენს ოთახთან ახლოს მოათავსებთ, აუცილებლად კარგი სიგნალი იქნება. მაგრამ თუ საცხოვრებელი ფართი დიდია, მაშინ სიგნალი ვერ მიაღწევს კარგად ყველა ოთახში.

სად დავაყენოთ როუტერი

დააინსტალირეთ როუტერი ცენტრალურ ოთახში ისე, რომ სიგნალი თანაბრად გადანაწილდეს მთელ სახლში.

იხილეთ სრულად