იცით, რატომ გაითიშა adjaranet და iMovies ისევ? | Allnews.Ge

იცით, რატომ გაითიშა adjaranet და iMovies ისევ?

ფილმებისა და სერიალების პოპულარული ვებგვერდები adjaranet და iMovies გუშინ ისევ გაითიშა. მომხმარებლები საიტებზე შესსვლას ვერც VPN-ის შეცვლით ახერხებენ. ასევე არ ფუნქციონირებს ვერგვერდების მობილური აპლიკაციები.

ვებგვერდები პირველად დაახლოებით 1 წლის წინ გაითიშა, რის მიზეზადაც ის დასახელდა, რომ კინო და სატელევიზიო პროდუქცია არალეგალურად, საავტორო უფლებების დარღვევით იყო განთავსებული. მოგვიანებით მომხმარებელთა ნაწილმა საიტების გამოყენება კვლავ შეძლო. თუმცა ამჯერად მომხმარებლები საიტებზე ისევ ვეღარ შედიან.

საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა, ვებგვერდების გათიშვის შესახებ კომენტარი ბიზნეს ფორმულასთან გააკეთა. მისი თქმით, ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სერვერები, რომლებზეც პირატული გვერდები ფაილებს ათავსებდნენ.

a1661345706-1697710820.jpg

"პირატულ გვერდებთან ბრძოლის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო ეტაპი. ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო სერვერები, რომელსაც პირატული გვერდები იყენებდნენ.

სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არ შემიძლია დაგიდასტუროთ, თუ რამდენად ეკუთვნოდა აღნიშნული სერვერები ქლაუდ ცხრას. ან მოასწრეს თუ არა მათ ფაილების სხვა სერვერზე გადატანა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საიტები სრულად არის ინტერნეტსივრციდან გათიშული", — განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა ბიზნეს ფორმულასთან.

ჯერჯერობით უცნობია adjaranet და iMovies მუშაობას კვლავ განაახლებენ თუ ვერა. adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვამ მომხმარებელთა მხრიდან როგორც 2022 წელს, ახლაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

myquiz