მარსზე კოლონიის აშენებამდე არც ისე დიდი დრო რჩება? - რა აჩვენა წითელ პლანეტაზე ადამიანის საცხოვრებელი გარემოს სიმულაციამ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა | Allnews.Ge

მარსზე კოლონიის აშენებამდე არც ისე დიდი დრო რჩება? - რა აჩვენა წითელ პლანეტაზე ადამიანის საცხოვრებელი გარემოს სიმულაციამ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა

ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მარსზე კო­ლო­ნი­ის შე­საქ­მნე­ლად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მხო­ლოდ ორი ათე­უ­ლი ას­ტრო­ნავ­ტია საკ­მა­რი­სი, მა­შინ რო­დე­საც წინა კვლე­ვე­ბით 100 ადა­მი­ა­ნი იყო სა­ჭი­რო. ამის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას independent.co.uk აქ­ვეყ­ნებს.

მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს წინა კვლე­ვე­ბი, რო­დე­საც ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მარსზე კო­ლო­ნი­ის არ­სე­ბო­ბას შე­საძ­ლოა 100-დან 500-მდე ას­ტრო­ნავ­ტი დას­ჭირ­ვე­ბო­და.

აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მარსზე ადა­მი­ა­ნის და­სახ­ლე­ბის­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლის მშე­ნებ­ლო­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პლა­ნე­ტის არა­სა­ი­მე­დო გა­რე­მო ასე­ვე მო­ი­თხოვს, იქ აშე­ნე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ისე იყოს მო­წყო­ბი­ლი, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­ში არ აღ­მოჩ­ნდეს.

1200px-martian-habitat-with-colonists-49391-1693293717.jpg

"გარ­და ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი მი­ნე­რა­ლი­სა და წყლის მო­პო­ვე­ბი­სა, მარსზე მო­მა­ვა­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან დე­და­მი­წი­დან მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა­ზე. ასე­ვე სა­ჭი­რო მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა უნდა მოხ­დეს ად­გილ­ზეც, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა მარსზე წყლის და­ყო­ფა სუნ­თქვის­თვის სა­ჭი­რო ჟანგბა­დად და წვის­თვის სა­ჭი­რო წყალ­ბა­დად“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ამავდრო­უ­ლად, ახალ კვლე­ვა­ში მეც­ნი­ე­რებ­მა სცა­დეს უკეთ გა­ე­გოთ მო­მა­ვა­ლი მარ­სე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბის ქცე­ვი­თი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ურ­თი­ერთქმე­დე­ბა და შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ პო­პუ­ლა­ცი­ის ის და­სა­წყი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, რაც სა­ჭი­როა იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი კო­ლო­ნი­ის შე­საქ­მნე­ლად.

"შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 22 ადა­მი­ა­ნი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა მარსზე კოს­მო­სუ­რი კო­ლო­ნი­ის ასა­შე­ნებ­ლად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

სხვა­დას­ხვა ტი­პის ურ­თი­ერთქმე­დე­ბის მო­დე­ლი­რე­ბის­თვის მეც­ნი­ე­რებ­მა ასე­ვე გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს წინა მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი გუნ­დე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ იზო­ლი­რე­ბულ და სტრე­სულ გა­რე­მო­ში, რო­გო­რი­ცაა წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი, არ­ქტი­კის კვლე­ვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რი.

მათ მარსზე ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის სი­მუ­ლა­ცია მო­ახ­დი­ნეს სხვა­დას­ხვა სა­ო­პე­რა­ციო პი­რო­ბებ­ში, მათ შო­რის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ან დე­და­მი­წი­დან მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. იხილეთ სრულად

myquiz