Facebook გვითვალთვალებს? - როგორ ახერხებს ჩვენი ფიქრების გაგებას სოციალური ქსელი? | Allnews.Ge

Facebook გვითვალთვალებს? - როგორ ახერხებს ჩვენი ფიქრების გაგებას სოციალური ქსელი?

აკონტროლებ თუ გაკონტროლებს? რა ხდება გამარტივებული კომუნიკაციის, ინფორმაციის გავრცელებისა და გართობისთვის შექმნილი სოციალური ქსელების მიღმა.

ხდება თუ არა ჩვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და მესამე პირზე გაყიდვა? და საერთოდაც, როგორ ახერხებს ჩვენი ფიქრების გაგებას "ფეისბუქი"?

googlespy1575647230922jpg-1-1691143742.avif

ამ კითხვებს სოციალურ ქსელებსა თუ პირად კომუნიკაციებში საკმაოდ ხშირად ვისმენთ. თითქოსდა პასუხის გამცემი ისტორიებიც მრავლადაა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ "გუგლი" ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ინახავს თქვენს გამოუქვეყნებელ სურათებს, რომლებიც ოდესღაც სურათების გალერეაში გქონდათ.

როგორია თქვენი ყოველდღიური მარშრუტი და რას ეძებთ ყველაზე ხშირად, რა ხელფასი შეიძლება გქონდათ და კიდევ უამრავი ისეთი ინფორმაცია, რომლებსაც საჯაროდ შეიძლება არც კი დებდეთ.

bn-xt667-stern0-m-20180307132028-1691143759.jpg

ინფორმაციის შემგროვებელ გიგანტებს შორის მეორე ადგილზე "ფეისბუქი" დგას, რომელიც აღიარებს, რომ უსაფრთხოების მიზნით ავტომატურად ამოწმებს ჩვენს პირად მიმოწერებს. საბოლოო ჯამში, facebook აგროვებს ინფორმაციის მხოლოდ 80 პროცენტს. 2021 წელს "ფეისბუქის" მეშვეობით 544 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომლებიც ტელეფონის ნომერს და საცხოვრებელ მისამართსაც კი შეიცავდა.

სხვადასხვა აპლიკაციის წინააღმდეგ სასამართლო დავები დღესაც გრძელდება. თუმცა საინტერესოა, რატომ აგროვებენ დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლებზე. როგორც უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, მიზანი კომერციული შეთავაზებებია.

mw-gb636-facebo-zdr-20180111191328-1691143799.jpg

ზუსტად ამიტომ ჩნდება "ფეისბუქის" კედელზე ტურისტული კომპანიების შეთავაზება, მაშინ, როცა ფრენის ბილეთებს ეძებთ. იურიდიულად ყველა კომპანია მართალია, რადგან სარეგისტრაციო ბმულს ყოველთვის მოსდევს წვრილი შრიფტის დაწერილი პირობები - სწორედ ამ წესებზე დათანხმებით იღებენ ზედოზირებულ ინფორმაციას ჩვენზე.

მაშინ, როცა დაუცველ სისტემაში ყველაფერი ღია და საჯაროა, ჩნდება კითხვა, როგორ დავიცვათ თავი თვალთვალისგან.

682196-1-1691143815.jpg

სპეციალისტები ამბობენ, რომ დაცვის 100-პროცენტიანი მეთოდი ტელეფონის და შესაბამისად, ინტერნეტის უგულებელყოფაა, რაც აშკარად სოციალური დილემაა. არსებობს ნაკლებად რადიკალური მეთოდებიც, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის პირად საუბრებში გაზიარება, ნაცვლად მესენჯერის გამოყენებისა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წაკითხვის მერე შესაძლოა მესიჯი წაშალოთ, ის მაინც დარჩება "ფეისბუქის" არქივში. დაცული აიფი-მისამართი არ არსებობს, ყალბი ანგარიშები იდენტიფიცირებადია თქვენი აი-კოდით, რასაც სააბოლოდ იმავე ჯაჭვთან მივყავართ.

ცნობილი "მიმი" - ჩემი ტელეფონი, როდესაც ვამბობ, რომ რაღაცის ყიდვა მინდა

e-mb7-pweaesjfa-1691143834.jpg

კითხვაზე პასუხის ძიებაში "ფეისბუქი" სასამართლო დავაშია ჩართული. თუ „მეტა“ დავას წაღებას, საგრძნობლად შემცირდება ინფორმაციის შეგროვების პროცესი, რაც პირდაპირ ნიშნავს ფინანსურ ზარალს ათასობით კომპანიისთვის.

თქვენი პერსონალური მონაცემები დაუცველია და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი ცხელი კედელია მათ გამოქვეყნებამდე. და ისევ ჩნდება კითხვა, აკონტროლებთ თუ გაკონტროლებენ?!

წყარო

myquiz