თქვენი მობილური ტელეფონის 7 საიდუმლო კოდი: როგორ გავიგოთ, გვისმენენ თუ არა? | Allnews.Ge

თქვენი მობილური ტელეფონის 7 საიდუმლო კოდი: როგორ გავიგოთ, გვისმენენ თუ არა?

ბევრ ჩვენთაგანს მოსწონს ფილმები საიდუმლო აგენტებზე, მათზე, ვისთვისაც შეუძლებელი არაფერია. დღევანდელ ცხოვრებაში წარმოუდგენელია, აღჭურვილობა და ტექნიკა, რომელიც სრულიად დაცულია რაიმე ინფორმაციის მოპარვისაგან. თქვენ ალბათ გგონიათ, რომ კინოფილმებს რეალურ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. თუმცა, ეს ასე არ არის!

თქვენ ყურადღებას 7 საიდუმლო კომბინაციაზე გავამახვილებთ, რომელიც თქვენს მობილურ ტელეფონს გააჩნია.

მობილური ტელეფონის საიდუმლო ბრძანებები:

1 - კოდი *#06#

ამ კოდის საშუალებით შეძლებთ გაიგოთ თქვენი ტელეფონის უნიკალური ნომერი ნებისმიერ სმარტფონზე.

2 - კოდი *#21#

ეს კომბინაცია საშუალებას მოგცემთ მოიპოვოთ ინფორმაცია გადამისამართების შესახებ, ჩართულია იგი თუ არა იგი. ამ ხერხით ასევე გაიგებთ, სხვა მომხმარებელი იღებს თუ არა ინფორმაციას თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ, ასევე ზარებისა და სხვა მონაცემების შესახებ.

3 - კოდი *#62#

ეს ბრძანება საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ, გადამისამართებულია თუ არა მესამე პირისთვის შემოსული ზარები, მაშინაც კი თუ ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.

4 - კოდი ##002#

ამ კოდის საშუალებით შეგიძლიათ გამორთოთ ზარის გადამისამართება, ამის შემდეგ შეგეძლებათ ზარები მიიღოთ მხოლოდ თქვენ.

5 - კოდი *#30#

იგი იძლევა დეტალურ ინფორმაციას აბონენთის შემომავალი ზარების შესახებ.

6 - კოდი *#33#

ეს კომბინაცია აჩვენებს ინფორმაციას დაბლოკილი გასული ზარების შესახებ, როგორებიცაა: ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და სხვა მონაცემები.

7 - კოდი *#43#

ეს კოდი ინფორმაციას მოგაწოდებებთ ზარის ლოდინის შესახებ.

myquiz