რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი? | Allnews.Ge

რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი?

ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ სოციუმში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

დადებით ტენდენციებთან ერთად, არსებობს ერთი ნიუანსი -ხელოვნური ინტელექტი, უფრო კონკრეტულად ChatGPT, განვითარებასთან ერთად სამუშაო ადგილებს ჩაანაცვლებს და შესაბამისად, შეამცირებს კიდეც.

ეს როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულისთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება. საინტერესოა, რომელ სფეროებს შეეხება ხელოვნური ინტელექტის განვითარება?

რა არის ChatGPT?

მათთვის, ვინც ჯერ არ იცის, ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, რომელიც OpenAI-მ გამოუშვა. ის უამრავ დავალებას ასრულებს. არსებობს პროფესიები, რომლებსაც ამის გამო სერიოზული საფრთხე ემუქრება.

OpenAI-ის, OpenResearch-ისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „აშშ-ის სამუშაო ძალის დაახლოებით 80% შეიძლება მინიმუმ 10%-ით დაზარალდეს.“

სხვა მონაცემების მიხედვით, თითოეული დასაქმებულის სამუშაოს მინიმუმ 20%, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ავტომატიზირებული გახდება. ჯერ უცნობია, აისახება ეს თუ არა, ანაზღაურებაზე.

მისი განვითარების საფრთხეებიდან გამომდინარე, OpenAI-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელსაც ამერიკელი ბიზნესმენი სემ ალტმანი ხელმძღვანელობს, გვაძლევს მონაცემებს, რომლებიც დასაფიქრებელია.

რა გავლენას მოახდენს AI სხვადასხვა პროფესიულ სექტორზე?

პირველი დასკვნა, რომელიც კვლევამ აჩვენა იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტი გავლენას მოახდენს სამუშაო ადგილებზე და ხელფასის დონეზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ “ყველაზე მეტად მაღალი შემოსავლის მქონე პირები დაზარალდებიან...“

ანგარიშის მიხედვით, პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, უფრო დაუცველები არიან GPT-ზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ, ვიდრე ნაკლები აკადემიური ან კოლეჯის განათლების მქონე მუშაკები. იხილეთ სრულად

myquiz