„საქართველოში მომხმარებელი ხშირად უფრო მეტს იხდის ვერტიკალური მეურნეობების პროდუქციაში, ვიდრე აშშ-ში“ - რა ღირს ვერტიკალური ფერმების ბოსტნეული | Allnews.Ge

„საქართველოში მომხმარებელი ხშირად უფრო მეტს იხდის ვერტიკალური მეურნეობების პროდუქციაში, ვიდრე აშშ-ში“ - რა ღირს ვერტიკალური ფერმების ბოსტნეული

საქართველოში ვერტიკალურ ფერმებში პროდუქტის წარმოება ჯერ არ არის განვითარებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მოთხოვნას, ფასებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკურ და ფინანსურ პროგნოზებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებამ შესაძლოა, ამ მიმართულებამ თავისი ნიშა დაიკავოს ქართულ ბაზარზე. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტმა, ნიკოლოზ ჯაფარიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველოში 6 ვერტიკალური ფერმა ფუნქციონირებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი საკმაოდ პატარაა - 150 კვადრატული მეტრის ფართობის, თუმცა მათი მეპატრონეების ნაწილმა უკვე გაზარდა, ნაწილი კი აპირებს, გაზარდოს ფართობი, რაც ბიზნესის წარმატების პოზიტიური ნიშანია.

ნიკოლოზ ჯაფარიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოში ვერტიკალური მეურნეობების მომგებიანობას განაპირობებს.

ერთ-ერთია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წლისთვის საქართველოში 10 000 დოლარს მიაღწევს და რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო ინდიკატორად იქცევა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია ვერტიკალური ფირმებისთვის, რადგან მათი პროდუქტები შედარებით მაღალშემოსავლიან მოსახლეობაზეა გათვლილი. იხილეთ სრულად

myquiz