ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებენ, რომელსაც ნიადაგი არ სჭირდება- გაიცანით ახლაგაზრდები, რომლებმაც ჭკვიანი სათბური შექმნეს | Allnews.Ge

ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებენ, რომელსაც ნიადაგი არ სჭირდება- გაიცანით ახლაგაზრდები, რომლებმაც ჭკვიანი სათბური შექმნეს

ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებენ, რასაც ნიადაგი... არ სჭირდება. ნიკოლოზ გვარაძემ და მისმა პარტნიორმა ვანო მთიბელიშვილმა ჭკვიანი სათბური შექმნეს, სადაც ფიზიკური შრომის ნაცვლად, სამუშაოები ავტომატიზებულია - ყველაფერს კომპიუტერი, ტელეფონი და სპეციალური სისტემა ისე მართავს, ზოგ დღეებში სათბურში ადამიანის ყოფნაც არ არის საჭირო. ნიკოლოზ გვარაძე მიკროელექტრონიკის ინჟინერია, მუშაობდა ქართულ ტელევიზორებზე, ლედ-ნათურებზე... როდესაც კომპანია დაიხურა, თავი სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯა, პანდემიისას კი აგროსფეროში გადავიდა.

- სტარტი პანდემიის დროს აგიღიათ, ანუ მას შეხედეთ როგორც შესაძლებლობას?

- ერთი სული მქონდა, საქართველოს ბაზარზე რაღაც განსხვავებული შემეტანა და არა გამეხსნა კაფე ან რესტორანი. ახლობლებისგან, რომლებიც სარესტორნო ბიზნესში არიან, ვიცოდი, რა პრობლემებიც ჰქონდათ, მათ შორის არც უცხო კულტურების სტაბილური მიმწოდებელი ჰყავდათ, ამიტომ მე და ჩემმა პარტნიორმა აგროსფეროში აგროტექნოლოგიებით გადავინაცვლეთ.

სპეციალური დანადგარი ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ, ჩავატარეთ ტესტები და პირველი მოსავალი მოვიყვანეთ. როცა ვნახეთ, რომ კარგ და სწრაფ შედეგს იძლეოდა, საქართველოს ბაზარზეც გამოვჩნდით. ვიპოვეთ ამერიკელი ინვესტორიც, რომელმაც 100.000 ევროთი დაგვაფინანსა და ვიყიდეთ 84 დანადგარი, რომლებიც ტელეფონითა და კომპიუტერით იმართება. ყველაფერი ავტომატურად მუშაობს, ხელით მხოლოდ ვთესავთ და მოსავალს ვიღებთ. მცენარეებს ავტომატურად ვუვლით, ყველაფერი ნიადაგის გარეშე, წყალში იზრდება. თავიდან ვაძლევთ იმ კვებას, რომელიც მცენარეს სჭირდება (კალიუმი, მაგნიუმი, რკინა) იმ რაოდენობით, რომ ზრდაში არ ჩამორჩეს და არც გადაიტვირთოს. ამ მეთოდით მოსავალს სწრაფადაც ვიღებთ. მცენარეზე კლიმატიც არ მოქმედებს, ამინდი არაფერში მონაწილეობს.

satburi3-1680428375-1680586741.jpg

- რამდენი დასახელების პროდუქტი მოგყავთ?

- ექვსი სახეობა გვაქვს, ძირითადად, აზიური მცენარეები. ბოკ ჩოი, მდოგვი ოსაკა, მდოგვი ტატსოი, წითელი სკარლეტი, მიზუნა, სვისჩარდი და მიკრომწვანილი. ეს მცენარეები ჩვენთან არაპოპულარულია. მათ ვერ შევიძენთ სუპერმარკეტებში, მაგრამ რესტორნებს სჭირდებათ. ჩვენ ბაზარზე ამ პროდუქტის სტაბილურობა შევქმენით.

- რამდენ ხანში?

- საჭირო დანადგარები ევროპაში დაახლოებით 7-ჯერ ძვირი ღირდა, ვიდრე ჩინეთში. ამიტომ ავირჩიეთ ჩინური და გადავაკეთეთ - იყო ჰიდროპონიკაზე, ანუ გამდინარე წყალზე მომუშავე, ჩვენ კი აეროპონიკა გვინდოდა - შიგნით ნისლი უნდა შეიქმნას. ღრუბელს ვქმნით და ნისლისა და ღრუბლის მეშვეობით მცენარეს ვკვებავთ.

- ამ საქმეში, როგორც ვხვდები, პირველი ხართ?

- ჯერ მსგავსი რამ არავის დაუნერგავს. ამჟამად შენობა იჯარით გვაქვს აღებული, სულ 540 კვმ-ია, წარმოება კი 290 კვმ-ზე მიმდინარეობს. თავიდან მცირედით დავიწყეთ და ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში შევისწავლეთ. ამის სპეციალისტები საქართველოს ბაზარზე არ არიან, ამიტომ ყველაფრის ჩვენით გაკეთებამ მოგვიწია. იხილეთ სრულად

myquiz