ქართველი პოლიტიკოსები "ტიკტოკზე" - ვინ როგორ ჰყვება თინეიჯერულ ტრენდებს?
სოციალური ქსელი "ტიკტოკი" როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, მისი ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან, თუმცა ქსელის პოპულარობის ზრდასთან ერთად, პოლიტიკოსები, ბიზნესი თუ მედია ცდილობენ, ახალ ტრენდს აუწყონ ფეხი. ბოლო ხანს "ტიკტოკზე" ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ძალიან გააქტიურდა, რადგან მიხვდნენ, რომ იქ ყველაზე დიდი რაოდენობით არის ახალგაზრდა აუდიტორია, რომელიც მათი პოტენციური ამომრჩეველია. ვნახოთ, ვინ არიან ქართველი "ტიკტოკერი" პოლიტიკოსები და რას სთავაზობენ ამომრჩეველს ყველაზე თინეიჯერული პლატფორმიდან...
პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, დეპუტატი ანა ბუჩუკური "ტიკტოკზე“ 2022 წლის სექტემბრიდან არის დარეგისტრირებული. პოლიტიკოსი არხზე ძირითადად სატელევიზიო ინტერვიუებიდან ნაწყვეტებს აქვეყნებს და 7077 მიმდევარი ჰყავს. ანა სპეციალურად "ტიკტოკისთვისაც" ქმნის ვიდეოებს. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ვიდეო პარტიის ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად ჩაწერილია..
"არ გეგონათ, ხო, რომ "ტიკტოკზეც" მნახავდით?“ - ამ სიტყვებით გამოჩნდა ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი ორი თვის წინ ქსელში. პოლიტიკოსს ამ დროისთვის უკვე 55 ათასი მიმდევარი ჰყავს და სპეციალურად, ამ პლატფორმისთვის ქმნის ვიდეოებს.
ენმ-ს ახალ ლიდერს, სულ რაღაც 14 300 გამომწერი ჰყავს, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი "ტიკტოკზე" უკვე დიდი ხანია როგორც პოლიტიკურ, ასევე სახალისო კონტენტს აქვეყნებს. პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქვეყნებს პოლიტიკურ ვიდეოებს... იხილეთ სრულად