ნახეთ როგორ გამოიყურება მოტოციკლისტების უსაფრთხოებისთვის შექმნილი პირველი აირბაგიანი ჯინსის შარვლები - რა ღირს უახლესი შარვლები? | Allnews.Ge

ნახეთ როგორ გამოიყურება მოტოციკლისტების უსაფრთხოებისთვის შექმნილი პირველი აირბაგიანი ჯინსის შარვლები - რა ღირს უახლესი შარვლები?

მოტოციკლებისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და კატასტროფის დროს ისინი საკმაოდ დაუცველები არიან.

შვედურმა კომპანია Mo'cycle-მა გადაწყვიტა მოტოციკლით მგზავრობა უფრო უსაფრთხო გაეხადა. მათ პირველი აირბაგიანი ჯინსები შექმნეს, რომელიც მოტოციკლზე საგზაო შემთხვევის დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

nypichpdpict000006825284-1678806016.webp

დაცემის შემთხვევაში ჯინსი ქვედა ტანის დასაცავად წამებში იბერება. ის იმავე პრინციპით მოქმედებს, როგორც ავტომობილის აირბაგები.

როგორც ცნობილია, აირბაგიანი ჯინსის შარვალი გაყიდვაში მიმდინარე თვეში გამოვა. რაც შეეხება ღირებულებას, მისი საწყისი ფასი 470 ევრო იქნება.