5 შთამბეჭდავი სამედიცინო მოვლენა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკვე 2023 წელს მოხდება | Allnews.Ge

5 შთამბეჭდავი სამედიცინო მოვლენა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკვე 2023 წელს მოხდება

მეცნიერებასა და მედიცინაში ყოველწლიურად რაღაც ახალი ხდება,რაც თერაპიას უფრო ეფექტურს, დიაგნოზს ზუსტს და პრევენციას შედეგიანს ხდის.

1. საშიში პათოგენების ნუსხის გადახედვა

2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სავარაუდოდ გამოაქვეყნებს პათოგენების შესწორებულ სიას, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევს შეშფოთებას. სიაზე 300-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მათი ამოცანაა იმ პათოგენების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება მომავალში გამოიწვიონ ეპიდემიები და პანდემიები. სია ბოლოს განახლდა 2018 წელს და ახლა საჭიროებს გადახედვას: ეს აუცილებელია იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენად მზად არიან ექიმები და მეცნიერები ეპიდემიებთან საბრძოლველად.

კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია კოროვირუსული პანდემიის შემდეგ, არის „დაავადება X“-ის, ჰიპოთეტური დაავადების გავრცელების რისკის შეფასება, რომელიც გამოწვეულია უცნობი პათოგენით.

2. კოვიდისა და გრიპის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის შექმნა

ბოლო წლებში მსოფლიო დაკავებული იყო კოროვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლით, ხოლო 2022/2023 წლების სეზონი აღინიშნა გრიპის ეპიდემიით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ როგორც კოვიდისა, ასევე გრიპის შემთხვევაში ყველაზე ეფექტური პრევენციული სტრატეგია ვაქცინაციაა.

რამდენიმე ქვეყნის კვლევითი ჯგუფი დაკავებულია უნივერსალური ვაქცინების შემუშავებით, რომლებიც იცავს ერთდროულად ორი დაავადებისგან - როგორც გრიპის, ასევე კოვიდისგან.

BioNTech, Pfizer-თან ერთად, გვთავაზობს mRNA-ზე დაფუძნებული პრეპარატების გამოყენებას ამ მიზნებისათვის. I ფაზის კლინიკური კვლევები დაიწყო 2022 წლის ნოემბერში: ვარაუდობენ, რომ ვაქცინა დაიცავს გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის რამდენიმე შტამისაგან ერთდროულად.

3. გენომის რედაქტირება დაიშვება ადამიანებზე

გენომის რედაქტირება არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომლითაც, მეცნიერთა აზრით, უნდა გავუმკლავდეთ ამჟამად განუკურნებელ დაავადებებს. ჯერჯერობით ამ მეთოდს ადამიანებში მხოლოდ ექსპერიმენტული მიზნებისთვის იყენებდნენ.

2023 წელს შეიძლება მოხდეს CRISPR გენომის რედაქტირების სისტემის კლინიკური დამტკიცება ბეტა თალასემიისა და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ. იხილეთ სრულდ

myquiz