ჩინეთი დედამიწის ორბიტაზე "ციურ სასახლეს“ აწყობს - ისტორიული მისია თუ საპროტესტო აქციებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა? | Allnews.Ge

ჩინეთი დედამიწის ორბიტაზე "ციურ სასახლეს“ აწყობს - ისტორიული მისია თუ საპროტესტო აქციებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა?

ჩი­ნე­თის ის­ტო­რი­უ­ლი მი­სი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად სამი ჩი­ნე­ლი ას­ტრო­ნავ­ტი დღეს ჩა­ვი­და კოს­მო­სურ სად­გურ­ზე. ეს არის დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე მდე­ბა­რე სად­გუ­რი, სა­დაც ჩი­ნე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი რო­ტა­ცი­ით ენაც­ვლე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ისი­ნი აქ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მი­სი­ით სახ­ლო­ბენ. ეს მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე კოს­მო­სუ­რი ბა­ნა­კია, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზეა (პირ­ვე­ლი ნა­სას ეკუთ­ვნის).

კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი Shenzhou-15, ანუ "ღვთა­ებ­რი­ვი ხო­მალ­დი“, სამი მგზავ­რით, სამ­შა­ბათს გაფ­რინ­და კოს­მოს­ში. ეკი­პა­ჟი ორ­ბი­ტა­ზე 11 მი­სი­ი­დან ბოლო მი­სი­ას შე­ას­რუ­ლებს. რო­გორც აქამ­დე 3 მი­სი­ა­ზე წა­სულ ეკი­პა­ჟებს, მა­საც "ცი­უ­რი სა­სახ­ლის“ აწყო­ბა ევა­ლე­ბა. პირ­ვე­ლი გუნ­დი აქ 2021 წლის აპ­რილ­ში გა­ემ­გზავ­რა.

316692897-534457828541437-954180846677026255-n-47846-1669805863.jpg

ჩი­ნე­თის კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რი

Shenzhou-15-ის გუნდს, რო­მე­ლიც სად­გურ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 6 სა­ათ­ში ჩაფ­რინ­და, Shenzhou-14-ის სამი ას­ტრო­ნავ­ტი დახ­ვდა, რომ­ლე­ბიც მათ თბი­ლად მი­ე­გებ­ნენ. Shenzhou-14-ის ეკი­პა­ჟი აქ ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ჩა­ვი­და და ისი­ნი დე­და­მი­წა­ზე 1 კვი­რა­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან, მას შემ­დეგ, რაც მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­უ­ლო­ცა­ვენ კოს­მო­სურ სა­ად­გურს Shenzhou-15-ის ას­ტრო­ნავ­ტებს. ჩი­ნე­თის კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მა ამით კი­დევ ერთ რე­კორდს და­ამ­ყა­რებს: რაც სად­გუ­რის იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ იქ დრო­ე­ბით, 6 ას­ტრო­ნავ­ტის და­სახ­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

Shenzhou-15-ის მი­სი­ას 57 წლის ფეი ჯუნ­ლონ­გი უძღვე­ბა, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში ბო­ლოს 17 წლის წინ იყო და ჩი­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ეკი­პა­ჟი­ან კოს­მო­სურ ფრე­ნას მე­თა­უ­რობ­და. მის გუნდშია ასე­ვე 56 წლის დენგ ცინ­გმინ­გი, რო­მე­ლიც ას­ტრო­ნავ­ტო­ბის­თვის წვრთნას 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არ ყო­ფი­ლა კოს­მოს­ში. მათ ყო­ფი­ლი სა­ჰა­ე­რო პი­ლო­ტი, 46 წლის ჯანგ ლუ შე­უ­ერ­თდა და ეს მის­თვი­საც პირ­ვე­ლი კოს­მო­სუ­რი ფრე­ნა იყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz