ტომ კრუზი შეიძლება პირველი მსახიობი აღმოჩნდეს, რომელიც რეალურად კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს | Allnews.Ge

ტომ კრუზი შეიძლება პირველი მსახიობი აღმოჩნდეს, რომელიც რეალურად კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს

ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ Top Gun: Maverick-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი, ტომ კრუ­ზის უდი­დე­სი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ტრი­უმ­ფი იყო, თუმ­ცა ბლო­კბას­ტე­რე­ბის ვარ­სკვლავს კი­დევ ერთი გი­ჟუ­რი იდეა მო­უ­ვი­და. 60 წლის ჰო­ლი­ვუ­დის ვე­ტე­რა­ნი ახა­ლი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად რე­ჟი­სორ დუ­გ­ლას ლი­მენს შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, კოს­მოს­ში უნდა გა­და­ი­ღონ. ფილ­მის იდეა ჯერ კი­დევ 2020 წელს გაჩ­ნდა, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მას­ზე მუ­შა­ო­ბა შე­ფერ­ხდა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდეა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხად­და, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, თუ რო­დის­თვი­საა მისი კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლა და­გეგ­მი­ლი.

oblivion-1-1665468380.webp

ფილ­მს Universal Filmed Entertainment Group და­ა­ფი­ნან­სებს, ხოლო კოს­მოს­ში გაფ­რე­ნა და გა­და­ღე­ბე­ბი NASA-სა და SpaceX-ის დახ­მა­რე­ბით მოხ­დე­ბა. "ჩვე­ნი გეგ­მაა რა­კე­ტის კოს­მო­სურ სად­გუ­რამ­დე გაფ­რე­ნა და შემ­დეგ იქ გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბა“,- ამ­ბობს Universal Filmed Entertainment Group -ის დი­რექ­ტო­რი, დონა ლან­გლი. ის ასე­ვე ამ­ხელს, რომ ძი­რი­თად ნა­წილს დე­და­მი­წა­ზე გა­და­ი­ღე­ბენ და ფილ­მი კულ­მი­ნა­ცი­ას მა­შინ მი­აღ­წევს, როცა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი კა­ცობ­რი­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად კოს­მოს­ში გაფ­რინ­დე­ბა.

თუ მარ­თლაც მო­ხერ­ხდა კრუ­ზი­სა და ლი­მე­ნის იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ტომი პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში გა­და­ღე­ბულ ფილმში ითა­მა­შებს. თა­ვად ამ­გვა­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა და ყვე­ლა მო­ე­ლის გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბას.

ტომ კრუ­ზის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტრი­უ­კი: Mission: Impossible-ის გა­და­ღე­ბე­ბი­სას ის ვერ­ტმფრენს დამ­ხმა­რე თო­კე­ბის გა­რე­შე ჩა­მო­ე­კი­და.

ტომ კრუზს, მისი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი ურ­თუ­ლე­სი ილე­თი შე­უს­რუ­ლე­ბია გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, თუმ­ცა კოს­მოს­ში გა­და­ღე­ბე­ბის სურ­ვი­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ახ­ლა­ხან, მსა­ხი­ობს "კა­ნის ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, - თუ რა­ტომ არ­ჩევს, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თა­ვად შე­ას­რუ­ლოს ილე­თე­ბი, რა­ზეც ტომ­მა უპა­სუ­ხა: "ჯინ კე­ლის­თვის არა­ვის უკი­თხავს, რა­ტომ ცეკ­ვა­ვო...“ (ჯინ კელი - ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, მსა­ხი­ო­ბი, ქო­რე­ოგ­რა­ფი და რე­ჟი­სო­რი.)

ambebi.ge

myquiz