"კარი" მარსზე - პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალი თუ მორიგი ილუზია? | Allnews.Ge

"კარი" მარსზე - პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალი თუ მორიგი ილუზია?

წინა კვი­რას მარსზე გაშ­ვე­ბუ­ლი "რო­ვე­რის" (რო­ბო­ტის) მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც კარი ჩანს, შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო გახ­და. ერთი შე­ხედ­ვით, "ნა­სას" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო, რო­მე­ლიც წი­თელ პლა­ნე­ტა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, ქვა­ზე გა­მოჭ­რილ კარს ჰგავს. ამის გამო, უკვე ბევ­რი ალა­პა­რაკ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, რომ წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბის პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

rover-46935-1652782813.jpg

Curiosity რო­ვე­რი

იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა კოს­მო­სის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა და­ი­წყეს, მრა­ვა­ლი ისე­თი რა­მის არ­სე­ბო­ბა­ზე გაგ­ვჩე­ნია ეჭვი, რაც რე­ა­ლუ­რად სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­მაა. მა­გა­ლი­თად, მის­ტი­კუ­რი ქოხი, რო­მე­ლიც ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მთვა­რე­ზე შე­ნიშ­ნეს, სა­ბო­ლო­ოდ, ქვის დიდი ლოდი აღ­მოჩ­ნდა. მარ­სის "კა­რე­ბის" ფო­ტო­საც მო­ე­ძებ­ნე­ბა ახ­სნა და ეს შე­სამ­ჩნე­ვია, თუ ფო­ტოს კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, - გვე­უბ­ნე­ბი­ან მეც­ნი­ე­რე­ბი.

kari-46973-1652782825.jpg

"ფო­ტო­ზე ვხე­დავთ ნიშ­ნებს, რომ ეს ერთი შე­ხედ­ვით "კარი", ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გა­დაა მი­ღე­ბუ­ლი", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი სან­ჯე­ევ გუპ­ტა The Daily Telegraph - თან. კა­რის შიგ­ნით ღრმა ნაპ­რა­ლი ან ბზა­რი ჩანს, რაც ქვის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს - ეს მარსზეც ხში­რად ხდე­ბა და დე­და­მი­წა­ზეც. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ფო­ტო­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რია უჩ­ვე­უ­ლო და ეს ნაპ­რა­ლი ნორ­მა­ლუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის შე­დე­გია. ნა­სას თქმით, პერ­სპექ­ტი­ვის გა­მოა, რომ ნაპ­რა­ლი სრუ­ლი ზო­მის კარს წა­ა­გავს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ასე იმი­ტომ მოხ­და, რომ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა უკი­დუ­რე­სა­დაა გა­დი­დე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, ეს პა­ტა­რა ნაპ­რა­ლია კლდე­ში, რო­მე­ლიც სი­გა­ნე­ში 30, ხოლო სიგ­რძე­ში - 45 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლი­საა.

სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი კი ისაა, რომ Curiosity რო­ვე­რი კვლავ აგ­რძე­ლებს მარსზე სი­ცო­ცხლის ძი­ე­ბას და კი­დევ მი­ნი­მუმ ორი წელი დას­ჭირ­დე­ბა პლა­ნე­ტა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად.

myquiz