„ამ მეთოდით ხეების დარგვა 25-ჯერ უფრო სწრაფად ხდება“-  გაიცანით კომპანია, რომელიც 2024 წლამდე 100 მილიონი ხის დარგვას გეგმავს | Allnews.Ge

„ამ მეთოდით ხეების დარგვა 25-ჯერ უფრო სწრაფად ხდება“-  გაიცანით კომპანია, რომელიც 2024 წლამდე 100 მილიონი ხის დარგვას გეგმავს

გლობალური დათბობა და მწვანე საფარის გაქრობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

ავსტრალიურმა კომპანია AirSeed Technology-მა გლობალური დათბობის შესაჩერებლად და ხეების დასარგავად საკმაოდ უჩვეულო ხერხს მიაგნო- მათი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება თუ მცენარეებს დრონების მეშვეობით დავრგავთ.

img-airseed-technologies-tree-planting-drone-1000px-1651833026.jpg

კომპანიის მტკიცებით, მათ მიერ შექმნილ დრონს ერთ დღეში 40 000 მეტი მცენარის დარგვა შეუძლია. უფრო კონკრეტულად კი დრონი გაშლილ ტერიტორიაზე მცენარეებს თესლებს გარკვეული ინტერვალებით ყრის.

„ამ მეთოდით ხეების დარგვა 25-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ეს ადამიანებს შეუძლიათ გააკეთონ. ამასთან, დრონებით ხეების დარგვა 80%-ით უფრო იაფია.“- აცხადებს AirSeed-ის გენერალური დირექტორი ენდრიუ ვოლკერი.

0-shphuuszhd-74lvy-1651833047.jpg

ამ დროისათვის მათ უკვე დარგეს 50 000-ზე მეტი ხე. კომპანიის მიზანია 2024 წლამდე 100 მილიონი ხე დარგოს.

myquiz