"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს- რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი? | Allnews.Ge

"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს- რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?

"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს. საქმე ეხება მონაცემთა ევროპულ რეგულაციას, რომელიც უფლებას არ აძლევს Meta-ს კომპანიას, რომელიც ადრე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ყოველწლიურ ანგარიშისას, Meta-მ განაცხადა, რომ თუ ახალი ჩარჩო არ იქნა მიღებული და კომპანია ვეღარ გამოიყენებდა შეთანხმებების ამჟამინდელ მოდელს, სავარაუდოდ, კონტინენტიდან წასვლა მოუწევდა.

"მეტამ" განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებლის მონაცემების დამუშავება გადამწყვეტია ბიზნესისა და რეკლამის მიზნებისთვის. "მეტას" განმარტებით, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ახალ შეთანხმებას წელს მიაღწიონ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ისინი სავარაუდოდ, ვერ შესთავაზებენ უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტსა და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს, ევროპაში.

myquiz