ვინ იყვნენ 2021 წლის ყველაზე შემოსავლიანი YouTuber-ები? | Allnews.Ge

ვინ იყვნენ 2021 წლის ყველაზე შემოსავლიანი YouTuber-ები?

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე წარმატებული YouTuber-ების რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ 10-ეულის სიაში დომინირებენ ბლოგერები, ვისი ვიდეორგოლებიც გასართობ, სათამაშო და საბავშვო კონტენტს შეიცავს.

პირველ ადგილზე არის MrBeast, 54 მლნ დოლარის შემოსავლით. არხის ავტორი 23 წლის ჯიმი დონალდსონია. გასულ წელს მისი ვიდეოების ნახვა გაორმაგდა და 10 მილიარდს მიაღწია. ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერების სიაში პირველად მოხვდა. მისი არხი, ძირითადად, ტრიუკებსა და გათამაშებებს ეძღვნება.

მეორე ადგილზე ბლოგერი ჯეიკ პოლია, 45 მლნ დოლარის შემოსავლით. მანამდე ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული YouTuber იყო, ვიდრე მისმა ძმამ, ლოგანმა 2017 წლის დეკემბერში არ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იაპონიის თვითმკვლელთა ტყეში გადაიღო. ვიდეოში ბლოგერმა ჩამომხრჩვალი ადამიანის ცხედარი აჩვენა. სკანდალმა ორივე ძმას რეპუტაცია დაუნგრია. ახლა ჯეიკ პოლი კრივით არის დაკავებული და მისი არხი ძირითადად ამ სპორტს ეძღვნება.

ტოპ სამეულს მოთამაშე ბლოგერი, Markiplier ასრულებს, 38 მლნ დოლარით. Forbes აღნიშნავს, რომ ის წარმატებით შოულობს ფულს თავისი საქონლის გაყიდვით, როგორიც არის მაისურები, სპორტული მოსაცმელები და სხვ.

ტოპ 10-ეულის დანარჩენი ბლოგერების სია ასეთია:

Rhett and Link (რეტ ჯეიმს მაკლაფლინი და ჩარლზ ლინკოლნ ნილი) - 30 მლნ დოლარით. ამერიკელი კომიკოსების დუეტი, რომელსაც საკუთარი YouTube შოუ აქვს

Unspeakable (ნათან გრემი) - 28,5 მლნ დოლარით. ბლოგერი, რომელიც, ძირითადად, ვიდეოებს თამაშ Minecraft-ზე იღებს

Nastya (ნასტია როძინსკაია) - 28 მლნ დოდლარით. შვიდი წლის რუსი გოგონა საბავშვო ვიდეოებით

განაგრძეთ კითხვა

myquiz