იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ანათებს | Allnews.Ge

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ანათებს

კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სი­რაქ­ლე­მას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის­გან შექ­მნეს პირ­ბა­დე­ე­ბი, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლი­ათ და როცა მას აღ­მო­ა­ჩე­ნენ სი­ნათ­ლეს გა­მოს­ცე­მენ.

პირ­ბა­დის შექ­მნის მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მარ­ტი­ვად ამო­საც­ნო­ბი იყოს კო­ვი­დი და მისი სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს.

პირ­ბა­დე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ფილტრი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ანა­თებს. უკვე ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი და ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა მათ შე­დე­გად უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

covid-detection-masks-yasuhiro-tsukamoto-design-dezeen-2364-col-2-1704x1457-59310-1641990904.jpg

კი­ო­ტოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის ლი­დე­რი, ია­სუ­ჰი­რო ცუ­კა­მო­ტო ამ­ბობს, რომ მას ამ­გვა­რი ფილტრის შექ­მნის იდეა, სი­რაქ­ლე­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ მო­უ­ვი­და.

"სი­რაქ­ლე­მე­ბი თა­ვი­ან­თი ძლი­ე­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გამო, უაღ­რე­სად მდგრა­დე­ბი არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ. ამან მი­ბიძ­გა მათი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­მე­წყო. თუ ერთჯე­რა­დი ნიღ­ბის ქვეშ სი­რაქ­ლე­მას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი­ან ფილტრს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ასიმპტო­მუ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვირუსს აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ, ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე­ვე ვუმ­კურ­ნა­ლებთ", - ამ­ბობს ის.

covid-detection-masks-yasuhiro-tsukamoto-design-dezeen-2364-col-7-59257-1641990914.jpg

"ეს მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ია­ფი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სხე­ულ­ში შეღ­წე­ვის­გან დაგ­ვა­ზღვევს" - ამა­ტებს ია­სუ­ჰი­რო ცუ­კა­მო­ტო.

მკვლე­ვარს იმე­დი აქვს, რომ მსგავ­სი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით, სხვა ვირუ­სე­ბის­გა­ნაც მო­ვა­ხერ­ხებთ თა­ვის დაც­ვას. ჯერ­ჯე­რო­ბით, სი­რაქ­ლე­მას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი­ა­ნი ფილტრე­ბი მხო­ლოდ ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის ფონ­ზე ანა­თე­ბენ.

myquiz