"პირველად ისტორიაში კოსმოსური ხომალდი მზეს "შეეხო" - რას ითვალისწინებს Parker - ის 7-წლიანი მისია? | Allnews.Ge

"პირველად ისტორიაში კოსმოსური ხომალდი მზეს "შეეხო" - რას ითვალისწინებს Parker - ის 7-წლიანი მისია?

NASA -ს კოს­მო­სურ­მა ხო­მალდმა Parker -მა ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მო­ა­ხერ­ხა შეღ­წე­ვა მზის ატ­მოს­ფე­როდ წო­დე­ბულ, ე.წ. გვირ­გვინ­ში და შეძ­ლო გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ნა­წი­ლაკ­თა ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა. ამის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა NASA. "პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი მზეს "შე­ე­ხო" - ვკი­თხუ­ლობთ სა­ა­გენ­ტოს სა­იტ­ზე. მეც­ნი­ე­რებ­მა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 11 დე­კემ­ბერს, ამე­რი­კის გე­ო­ფი­ზი­კოს­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შეხ­ვედ­რის დროს გა­მო­ა­ცხა­დეს.

Parker- ი იმ­ყო­ფე­ბა 8,5 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რით შორს მზის­გან, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს არის რე­კორ­დი მზეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. აპა­რატს სა­ხე­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კოს იუ­ჯინ პარ­კე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს. ხო­მალ­დი დე­და­მი­წი­დან 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში გაფ­რინ­და. ის აღ­ჭურ­ვი­ლია სით­ბუ­რი ფა­რით, კა­მე­რე­ბით, მაგ­ნი­ტუ­რი და ელექტრუ­ლი ვე­ლე­ბის გა­სა­ზო­მი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, ასე­ვე ვარ­სკვლავ­ზე და­საკ­ვირ­ვე­ბე­ლი სხვა ხელ­სა­წყო­ე­ბით. Parker-ის მი­სია 7 წე­ლი­წად­ზეა გა­წე­რი­ლი, მეც­ნი­ერ­თა გათ­ვლით ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მზეს 24-ჯერ უნდა შე­მო­უფ­რი­ნოს.

"ჯონს ჰო­პ­კინ­სის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ამ სი­ახ­ლეს აღ­წე­რენ, რო­გორც "სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბელს“.

suns-corona-46573-1639633257.jpg

იმის გამო, რომ მზეს მყა­რი ზე­და­პი­რი არ გა­აჩ­ნია, "ნა­სას­თვის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ე.წ. გვირ­გვი­ნამ­დე მიღ­წე­ვა იყო. ამ მაგ­ნი­ტუ­რად ინ­ტენ­სი­უ­რი რე­გი­ო­ნის ახ­ლო­დან შეს­წავ­ლა მეც­ნი­ე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა მზის ამოფრქვე­ვე­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში, რაც დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

myquiz