"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ? | Allnews.Ge

"მალე გაეშვება პროექტი, რომელსაც მსოფლიო ელოდება... ათი მილიარდი დაჯდა" - რას ჰყვება ქართველი რეჟისორი ნასას ერთ-ერთ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ?

"ოთხი წლ­ის წინ, ჩემი შვი­ლი ოთო წა­ვიყ­ვა­ნე ნა­სა­ში და თვით მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი და ჩემი მე­გო­ბა­რი, რობ მე­ნინ­გი იყო მისი გიდი... უკან ხე­დავთ მარსმა­ვა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს, რო­მე­ლიც უკვე მარსზეა" - წერს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე...

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი ერთი კვი­რის წი­ნაც იმ­ყო­ფე­ბო­და ნა­სას ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან და მთა­ვარ ინ­ჟი­ნერ­თან... ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა ნა­სას უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი გაგ­ვაც­ნო:

- ერთი კვი­რის წინ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჩემს მე­გო­ბარს სტუმ­რად ვეწ­ვიე, რო­მე­ლიც ნა­სას თა­ნამ­შრო­მე­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი რობ მე­ნინ­გია... მან მად­ლი­ე­რე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ვახ­შამ­ზე მი­მიწ­ვია, სა­დაც მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და მიწ­ვე­უ­ლი. მე და რობი ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას სი­ახ­ლე­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ და ამ­ჯე­რა­დაც ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე გა­მაც­ნო... ასე­ვე შევ­ხვდი ჩემს მე­ო­რე უახ­ლო­ესს მე­გო­ბარს ჯონ კა­სა­ნის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ჯონ კა­სა­ნი მარ­თლაც ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დაა და ნა­სას ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნებ­ლად ით­ვლე­ბა.

bluashvili-62752-1639207935.jpg

- ნა­სა­ში ალ­ბათ ბევ­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ იგეგ­მე­ბა...

- დიახ სი­ახ­ლეს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­თხრეს რომ უახ­ლო­ესს მო­მა­ვალ­ში, ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რაც მალე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პი უნდა გა­იშ­ვას... ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია მთე­ლი მსოფ­ლიო ელო­დე­ბა და საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ათ მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე დაჯ­და... ტე­ლეს­კოპ ჰაბ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზეა, ჯე­იმს ვე­ბის ტე­ლეს­კო­პი დე­და­მი­წი­დან მი­ლი­ონ კი­ლო­მეტრზე შორ მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი და რა­ი­მე პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში მისი შე­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

264527725-1085617632191980-9134152065362323712-n-62764-1639207981.jpg

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი და რობ მე­ნინ­გი

რობი მე­ნინ­გი რა­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ეს არის ნასა რომ აპი­რებს პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის ერთ-ერთ თა­ნამ­გზავრ "ევ­რო­პა­ზე" კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი გა­უშ­ვას, ... მო­გეხ­სე­ნე­ბათ "ევ­რო­პა" მთლი­ა­ნად ყი­ნუ­ლე­ბით არის და­ფა­რუ­ლი და ნა­სას ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რომ ამ ყი­ნუ­ლე­ბის ქვეშ დიდი ოკე­ა­ნე­ე­ბია. ინფრა­წი­თე­ლი კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ... კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი არ დაჯ­დე­ბა "ევ­რო­პა­ზე", მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევრ და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­აგ­რო­ვებს ამ პა­ტა­რა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­გზავ­რის შე­სა­ხებ...

განაგრძეთ კითხვა

myquiz