"მთვარეზე იმდენი ჟანგბადია, რომ 8 მილიარდ დედამიწელს 100 ათასი წელი ეყოფა" - რას გეგმავენ მეცნიერები? | Allnews.Ge

"მთვარეზე იმდენი ჟანგბადია, რომ 8 მილიარდ დედამიწელს 100 ათასი წელი ეყოფა" - რას გეგმავენ მეცნიერები?

ავ­სტრა­ლი­ურ გა­მო­ცე­მა The Conversation-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "მთვა­რე­ზე იმ­დე­ნი ჟანგბა­დია, რომ 8 მი­ლი­არდ დე­და­მი­წელს 100 ათა­სი წელი ეყო­ფა“.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის მოკ­ლე ში­ნა­არსს:

დე­და­მი­წელ­თა გეგ­მე­ბი კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბა­ზე პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახ­ლოს მდე­ბა­რე პლა­ნე­ტე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან. პირ­ველ რიგ­ში, ეს შე­ე­ხე­ბა მთვა­რეს, მაგ­რამ ჩნდე­ბა მთა­ვა­რი კი­თხვა: რო­გორ უნდა იქ­ნეს მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნი პლა­ნე­ტის თა­ნამ­გზავრზე ჟანგბა­დი, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­მა­ვა­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბი­სათ­ვის.

მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ცი­უ­რი თა­ნამ­გზავ­რის ატ­მოს­ფე­რო უკი­დუ­რე­სად გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლია (თით­ქმის არ არის) და მას­ში მხო­ლოდ წყალ­ბა­დი, ნე­ო­ნი და არ­გო­ნია, სა­მა­გი­ე­როდ, იქ ძა­ლი­ან ბევ­რია რე­გო­ლი­ტი, ანუ ზე­და­პი­რუ­ლი ქა­ნე­ბი და მტვე­რი, რომ­ლე­ბიც 45% ჟანგბადს შე­ი­ცავს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა სუფ­თა სა­ხით, არა­მედ რკი­ნის, მაგ­ნი­უ­მის და ალუ­მი­ნის ორ­ჟან­გებ­ში (დი­ოქ­სი­დებ­ში). მათ­გან რომ ჟანგბა­დი მი­ვი­ღოთ, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ელექტრო­ლი­ზის მე­თო­დიც. დე­და­მი­წა­ზე ეს მე­თო­დი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა წარ­მო­ე­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, თუ ალუ­მი­ნის ორ­ჟან­გში დენს გა­ვუშ­ვებთ, ვი­ღებთ რო­გორც სუფ­თა მე­ტალს, ასე­ვე ჟანგბადს, გვერ­დი­თი პრო­დუქ­ტის სა­ხით. მთვა­რე­ზე ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იქ­ნე­ბო­და - მთა­ვა­რი პრო­დუქ­ტი გახ­დე­ბო­და ჟანგბა­დი, გვერ­დი­თი კი - ალუ­მი­ნი.

mtvare-58704-1637300560.png

პრო­ცე­სი თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მაგ­რამ ძალ­ზე დიდი ენერ­გო­და­ნა­ხარ­ჯე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, მთვა­რე­ზე ელექტრო­სად­გუ­რებს ვერ აა­შე­ნებ და ვერც მზის ბა­ტა­რე­ე­ბი გა­მოგ­ვად­გე­ბა - მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი დენი ელექტრო­ლი­ზის­თვის საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა..

თუმ­ცა, რო­გორც ამ წლის და­სა­წყის­ში ბელ­გი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ Space Applications Services-მა გა­ნა­ცხა­და, და­ი­წყო ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი რე­აქ­ტო­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ჟანგბა­დის მი­სა­ღე­ბად, ელექტრო­ლი­ზის მეშ­ვე­ო­ბით, ელეტ­რო­ე­ნერ­გი­ის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მოხ­მა­რე­ბით. და თუ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია გა­ა­მარ­თლებს, ასე­თი რე­აქ­ტო­რე­ბი უკვე 2025 წლი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა მთვა­რე­ზე წა­ვი­ღოთ, ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავ­რის რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას (ISRU).

ამ­რი­გად, რჩე­ბა მთა­ვა­რი კი­თხვა: რამ­დე­ნი ჟანგბა­დის მო­ცე­მა შე­უძ­ლია მთვა­რეს?

ავ­სტრა­ლი­ის ახა­ლი სამ­ხრეთ უელ­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ნი­ა­დაგმცოდ­ნე ჯონ გრან­ტი, რო­მელ­მაც კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი გათ­ვლე­ბი გა­ა­კე­თა, გვთა­ვა­ზობს, რომ მთვა­რის გრუნტს ღრმად ნუ გავ­თხრით, ვი­სარ­გებ­ლოთ მხო­ლოდ ზე­და­პი­რით. რე­გო­ლი­ტის ყო­ვე­ლი კუბ­მეტ­რი შე­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით ტო­ნა­ნა­ხე­ვარ სხვა­დას­ხვა მი­ნე­რალს, მათ შო­რის თით­ქმის 630 კი­ლოგ­რამ ჟანგბადს (დი­ოქ­სი­დე­ბის სა­ხით).

mtvareeeeee-58718-1637300598.jpg

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ერთ ადა­მი­ანს დღე­ში სუნ­თქვი­სათ­ვის მხო­ლოდ 800 გრა­მი ჟანგბა­დი ჭირ­დე­ბა, მას 630 კი­ლოგ­რა­მი მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი ორ წე­ლი­წადს უნდა ეყოს. და თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ რე­გო­ლი­ტის სის­ქე მთვა­რის ზე­და­პირ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტრს შე­ად­გენს (რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­ო­ლებს მის მო­პო­ვე­ბას), მთე­ლი პლა­ნე­ტის მას­შტა­ბით მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ჟანგბა­დი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა 8 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის 100 ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში!

ჩვე­ნი მხრი­დან კი და­ვა­მა­ტებთ, რომ პერ­სპექ­ტი­ვა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ... განა უფრო იოლი და მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა ჩვენს პლა­ნე­ტას - დე­და­მი­წას გა­ვუფრ­თხილ­დეთ და მისი ჟანგბა­დით მდი­და­რი ჰა­ე­რი გა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბის­გან და­ვიც­ვათ? განა უმ­ჯო­ბე­სი არ არის, რომ სუფ­თა ჰა­ე­რით აქ, მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში ვი­სუნ­თქოთ?

ambebi.ge

myquiz