Facebook მოზარდებში პოპულარობას კარგავს?! - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დოკუმენტებიდან, რომელიც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა | Allnews.Ge

Facebook მოზარდებში პოპულარობას კარგავს?! - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დოკუმენტებიდან, რომელიც კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა

თინეიჯერები 16%-ით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში, ახალგაზრდების დახარჯული დრო კი 5%-ით შემცირდა. ამის შესახებ კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰაუგენისგან გახდა ცნობილი. მან საიდუმლო დოკუმენტები და კვლევის შედეგები გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებში სოციალური ქსელის პოპულარობა იკლებს.

შედეგების მიხედვით, ამ პლატფორმაზე 30 წელს ქვემოთ ადამიანები ნაკლებად აქტიურობენ. ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს Instagram-ს, TikTok-ს და Snapchat-ს.

კვლევა 2021 წლის მარტში Facebook -ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრის კოქსის ბრძანებით ჩატარდა. რის შემდეგაც გამოიკვეთა ტენდენციები, რომ ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში; შემცირებულია თინეიჯერების რეგისტრაციის მაჩვენებელი; ახალგაზრდა მომხმარებლები შედარებით იშვიათად პოსტავენ და აზიარებენ სიახლეებს, ვიდრე 30 წელს გადაცილებული პირები.

Facebook VS TikTok

აშშ-ს „ფეისბუქის“ აპლიკაციის მომხმარებელთა ბაზა 2019 წლიდან თინეიჯერებს შორის 13 %-ით შემცირდა და სავარაუდოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 45%-ით კიდევ შემცირდება, რაც კომპანიის ყველაზე შემოსავლიან სარეკლამო ბაზარზე ყოველდღიური მომხმარებლების საერთო შემცირებას გამოიწვევს. მოსალოდნელია, რომ იმავე პერიოდში 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდების რაოდენობა 4%-ით შემცირდება.

მესიჯი ნათელია: „ფეისბუქი“ სწრაფად კარგავს პოპულარობას ახალგაზრდა თაობაში.

„ახალგაზრდების უმეტესობა „ფეისბუქს“ 40-დან 50 წლამდე ადამიანებისთვის განკუთვნილ აპლიკაციად მიიჩნევს. ახალგაზრდები კონტენტს მოსაწყენად და ნეგატიურად აღიქვამენ. მათ ხშირად უწევთ არარელევანტური შინაარსის წაკითხვა, რათა მიიღონ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მათ ფეისბუქთან ნეგატიური ასოციაციების ფართო სპექტრი აკავშირებთ, მათ შორის „დაბალი ინფორმირებულობა დაკავშირებული სერვისების შესახებ“ - აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი კრის კოქსი.

მარტში გამართულმა პრეზენტაციამ კოქსს აჩვენა, რომ 18 წლამდე მომხმარებელთა ანგარიშის რეგისტრაცია 26%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. მოზარდების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა, ხოლო 20-30 წლის მომხმარებლების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა არ შეცვლილა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz