მარადიული ახალგაზრდობა შესაძლოა, რეალობად იქცეს - ჯეფ ბეზოსი აფინანსებს კომპანიას, რომელიც რევოლუციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს | Allnews.Ge

მარადიული ახალგაზრდობა შესაძლოა, რეალობად იქცეს - ჯეფ ბეზოსი აფინანსებს კომპანიას, რომელიც რევოლუციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, ჯეფ ბე­ზო­სი ადა­მი­ა­ნის ახალ­გაზ­რდო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის იდე­ით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და სწო­რედ ამი­ტომ, გა­და­წყვი­ტა, და­ა­ფი­ნან­სოს სტარ­ტაპ კომ­პა­ნია Altos Labs, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ახალ­გაზ­რდო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის შექ­მნა­ზე.

Altos Labs და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­არ­სა და ის აერ­თი­ა­ნებს მეც­ნი­ე­რებს, რომ­ლე­ბიც ამ სა­კი­თხზე რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბენ, ხოლო წლი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლებს კომ­პა­ნია 1 მი­ლი­ონ დო­ლარს სთა­ვა­ზობს ხელ­ფა­სის სა­ხით.

მათ არა­ერ­თი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ჰყავთ, თუმ­ცა რო­გორც Altos Labs-ში აცხა­დე­ბენ, ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სია. რო­გორც გა­მო­ცე­მა "ინ­დე­ფენ­დენ­თი“ წერს, თუკი მეც­ნი­ერ­თა მუ­შა­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ას ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ ზუსტ დე­ტა­ლებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ეს იქ­ნე­ბა "ჯა­დოს­ნუ­რი ელექ­სი­რი“.

ცნო­ბის­თვის, "ამა­ზო­ნის“ დმფუძ­ნე­ბელ­მა ჯეფ ბე­ზოს­მა, "ამა­ზო­ნის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უარი თქვა, რის შემ­დე­გაც, კოს­მო­სით და­ინ­ტე­რეს­და.

ბე­ზო­სი გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც კოს­მო­სურ სად­გურ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტით იმოგ­ზა­უ­რა.

გაზიარება

myquiz