როგორი იქნება 72 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი ბათუმში | Allnews.Ge

როგორი იქნება 72 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი ბათუმში

ბათუმში ახალი 72 სართულიანი, 242 მეტრი სიმაღლის კომპლექსი აშენდება. West Tower-ის მშენებლობას იუსტიციის სახლთან ახლოს, შპს „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია შპს „დე გრუპი“გეგმავს.

როგორც „ბათუმელები“ წერს, პირველადი პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღალი კარკასისგან შედგება, ხოლო მისი მოშენების ფართობი 1075 კვ.მეტრია. ექნება რეკრეაციული სივრცე და პარკინგი.

230114827-865235224430662-7784946051967749076-n-1-1628065691.jpg

კომპლექსი გააერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნესცენტრს, სავაჭრო ცენტრს.

კომპანია გეგმავს სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის – Ritz Carlton – ის შემოყვანას.

ცნობისთვის, პროექტი 150 მილიონი დოლარის ქართულ-ჩინური ინვესტიციით განხორციელდება.

myquiz