ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში?- მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები | Allnews.Ge

ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში?- მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

დღეს ხო­მალდ "ნიუ შე­პარ­დის“ ოთხკა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტი­დან ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ხე­დით დატ­კბე­ბა

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, კომ­პა­ნია Amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი დღეს თა­ვის პირ­ველ სუ­ბორ­ბი­ტა­ლურ ფრე­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ხო­მალდ "ნიუ შე­პარ­დით“, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Blue Origin-მა ააგო.

ჯეფ ბე­ზო­სის გარ­და, ხო­მალ­დის ბორტზე იქ­ნე­ბა მისი ძმა - მარ­კი, რო­მე­ლიც ავი­ა­კოს­მო­სუ­რი ინ­დუსტრი­ის ვე­ტე­რა­ნია, აგ­რეთ­ვე კოს­მო­სუ­რი ფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ქალი - ინ­სტრუქ­ტო­რი, 82 წლის უოლი ფან­კი და 18 წლის ჰო­ლან­დი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ოლი­ვიე დე­ი­მე­ნი.

01xp-funk-2-articlelarge-v4-49342-1626784980.jpg

ჯეფ ბე­ზო­სი და უოლი ფან­კი

ჯეფ ბე­ზო­სი ამ ფრე­ნას დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­და. თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, მა­შინ იგი მე­ო­რე "კოს­მო­სუ­რი მი­ლი­არ­დე­რი“ გახ­დე­ბა, რო­მელ­მაც დე­და­მი­წის სტრა­ტოს­ფე­როს სა­ზღვა­რი მო­ი­ნა­ხუ­ლა მი­სი­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ აგე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით. პირ­ვე­ლი იყო ბრი­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, 70 წლის მი­ლი­არ­დე­რი რი­ჩარდ ბრენ­სო­ნი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 11 ივ­ლისს, სა­კუ­თა­რი ფირ­მის Virgin Galactic-ის რა­კე­ტოპ­ლან Unity-ს მეშ­ვე­ო­ბით (აშშ-ის ნიუ-მექ­სი­კოს შტა­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან) ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში 90 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია, სა­დაც ცა უკვე შა­ვია, ხოლო დე­და­მი­წის ჰო­რი­ზონ­ტი - გამ­რუ­დე­ბუ­ლი. იგი ასეთ სი­მაღ­ლე­ზე რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, რათა ხო­მალ­დის ხუთ­კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი დე­და­მი­წის ნახ­ვით დამ­ტკბა­რი­ყო, შემ­დეგ კი მი­წა­ზე და­ეშ­ვა. რა­კე­ტოპ­ლა­ნის ფრე­ნა ერთი სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

jeff-bezos-060721-lt-49415-1626785023.jpg

ჯეფ ბე­ზო­სი ძმას­თან ერ­თა

დრაც შე­ე­ხე­ბა ჯეფ ბე­ზოსს, მისი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე ყოფ­ნა მხო­ლოდ 11 წუთი გაგ­რძელ­დე­ბა. 40 კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე რა­კე­ტა-მა­ტა­რებლს ეკი­პა­ჟის კაფ­სუ­ლა გა­მო­ე­ყო­ფა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მაღ­ლა 105 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლეს მი­აღ­წევს, უწო­ნა­დო­ბის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე წუთს დაჰ­ყოფს და მი­წა­ზე პა­რა­შუ­ტით და­ეშ­ვე­ბა.

თვი­თონ ჯეფ ბე­ზო­სი იმ­დე­ნად მტკი­ცედ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი თა­ვი­სი რა­კე­ტი­სა და სა­ერ­თოდ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ხო­მალ­დი­სა და სა­ა­ვა­რიო-სა­მაშ­ვე­ლო სის­ტე­მის სა­ი­მე­დო­ო­ბა­ში, რომ ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი კოს­მოს­ში სკა­ფან­დრე­ბის გა­რე­შე გაფ­რინ­დე­ბი­ან, ისი­ნი მხო­ლოდ კომ­პა­ნია Blue Origin-ის სა­ფირ­მო კოს­ტი­უ­მებ­ში იქ­ნე­ბი­ან გა­მო­წყო­ბილ­ნი.

bezosi-49326-1626785062.jpg

რა­კე­ტის სტარ­ტი და­გეგ­მი­ლია აშშ-ის აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ნა­პი­როს დრო­ით 9 სა­ათ­ზე, ხოლო თბი­ლი­სის დრო­ით - 17 სა­ათ­ზე. კოს­მოს­ში გაფ­რე­ნის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა Blue Origin-ის სა­იტ­ზე