ბრიტანეთში პერსონალური საფრენი აპარატი შექმნეს - როგორია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის ხვალინდელი რეალობა | Allnews.Ge

ბრიტანეთში პერსონალური საფრენი აპარატი შექმნეს - როგორია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის ხვალინდელი რეალობა

შეუძლია თუ არა ადამიანს შექმნას ისეთი საფრენი აპარატი, რომელიც სუპერგმირივით ფრენის საშუალებას მოგვცემს? მსგავსი რამ შესაძლოა, ათწლეულების წინ ფანტასტიკის სფერო ყოფილიყო, თუმცა დღეს ეს სავსებით რეალურია. ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა გამომგონებელმა რიჩარდ ბრაუნინგმა, Gravit Industries-ის დამფუძნებელმა და მთავარმა პილოტმა 1050 ცხენის ძალის რეაქტიული საფრენი აპარატის პრეზენტაცია გამართა.

copterpack-1625217082.jpeg

როგორც Forbes.com-ი წერს, მიმდინარე წლის მაისში გადაღებულ ვიდეოზე ნაჩვენებია სამეფო საზღვაო ქვეითი, რომელიც ახალ აპარატს ცდის. ახალი ერთკაციანი საფრენი მოწყობილობის CopterPack-ის სიგანე დაახლოებით 3 მეტრია. პორტატული ზურგჩანთა და ორი, ნაწილობრივ დახურული მოტორი კვადკოპტერს მოგაგონებთ.

მოწყობილობის როტორები გარე პერიმეტრზე დახურულია, მაგრამ მთლიანად გახსნილია მისი ზედა და ქვედა მხარე. კომპანიის თქმით, აპარატს აქვს ავტომატურად მართვის ფუნქციაც. განაგრძეთ კითხვა

myquiz