ვოლოკოპტერი- რა ვიცით მფრინავი ტაქსების შესახებ, რომლებიც მომავალში გადაადგილების მთავარი საშუალება გახდებიან | Allnews.Ge

ვოლოკოპტერი- რა ვიცით მფრინავი ტაქსების შესახებ, რომლებიც მომავალში გადაადგილების მთავარი საშუალება გახდებიან

თანამედროვე მეგაპოლისების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას უამრავი ავტომობილი წარმოადგენს, რომლებსაც ქალაქის ქუჩები ვეღარ იტევენ და კილომეტრიან საცობებს ქმნიან. არაერთი ინოვაციის დანერგვის მიუხედავად ტრანსპორტით გადაადგილება დიდ ქალაქებში ჯერ კიდევ რჩება გადაუჭრელ პრობლემად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე კომპანიამ ვოლოკოპტერების- მფრინავი ტაქსების შექმნაზე დაიწყო მუშაობა. კომპანიები მიიჩნევენ, რომ ვოლოკოპტერები თანამედროვე ქალაქებში გადაადგილების ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ეკომეგობრული საშუალება გახდება.

volocopters-volocity-model-in-the-atrium-at-the-national-air-and-space-museum-of-france-during-the-paris-air-forum-c-volocopter-1624960286.jpg

საინტერესოა, ვნახოთ თუ რა ვიცით ვოლოკოპტერების შესახებ, რამდენად უსაფრთხოა ისინი, რა ეღირება მათი მომსახურება და როდის შევძლებთ ქალაქების თავზე მათ ხილვას.

გამოცემა Euronews-ის ინფორმაციით, ამჟამად საფრანგეთში Volocopter 2X-ის შექმნაზე მუშაობენ. მათი თქმით, მცირე ზომის საფრენი აპარატი მგზავრების მომსახურებისთვის მზად 2024 წლისთვის იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პარიზში ოლიმპიური თამაშების ჩატარებაა დაგეგმილი. გეგმის მიხედვით, სპორტსმენებისა და სტუმრების აეროპორტიდან სპორტულ ცენტრებამდე გადაადგილება სწორედ ვოლოკოპტერებით უნდა მოხდეს.

როგორც ცნობილია, საფრენ აპარატს ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანა 30 კმ/სთ სიჩქარით შეეძლება.

urban-air-mobility-paris-3840x2238-scaled-1624960326.jpg

„ჩვენ საფრენ აპარატზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და მის სრულყოფაზე მუშაობას განვაგრძობთ. ჩვენ საზოგადოებისა და ხელისუფლების თითოეულ მოთხოვნას ვითვალისწინებთ და მიზნად გვაქვს მფრინავი ტაქსი პარიზის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს, რომლით გადაადგილებაც სრულიად უსაფრთხო იქნება.“- აცხადებს Volocopter-ის დირექტორი ფლორიან როიტერი.

მგზავრობის საფასური

Euronews-ის ინფორმაციით, მფრინავი ტაქსი მთლიანად ელექტროენერგიაზე იმუშავებს და ეკოლოგიას ზიანს არ მიაყენებს. ამასთან, ვოლოკოპტერით გადაადგილების საფასური დაახლოებით ტაქსის მგზავრობის მსგავსი იქნება და მფრინავი ტაქსით სარგებლობაზე ხელი ყველას მიუწვდება.

72938593-400340457327247-8410467330542272512-n-1624960370.jpg

ტაქსით სარგებლობა

როგორც ცნობილია, მასობრივი წარმოების შემდეგ ვოლოკოპტერებთ სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამისათვის მათ მობილურ ტელეფონში შესაბამისი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთონ, რითაც მფრინავი ტაქსის გამოძახებას შეძლებენ.

ამასთან, პარიზში მოეწყობა სპეციალური ზონები, სადაც ვოლოკოპტერების დასმა და მგზავრობის დაწყება გახდება შესაძლებელი.

72897281-398287400850329-5937922475768676352-n-1624960395.jpg

სხვა ქვეყნების გამოცდილება

სინგაპურში მფრინავი ტაქსები პირველად 2019 წელს გამოსცადეს. პირველი ცდის შედეგად საფრენმა აპარატმა ქალაქის დასახლებულ უბანში აფრენა და ჰაერში 3 წუთის განმავლობაში გადაადგილება წარმატებით შეძლო.

volocopter-volocity-rearview-1198x800-1624960418.jpg

სპეციალისტების განმარტებით, საფრენი აპარატის უპირატესობას მისი უსაფრთხოება, სისწრაფე და კომფორტულობა წარმოადგენს.

სინგაპურში შექმნილ მოდელს 2 ადამიანის გადაყვანა 30 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ამასთან, აპარატი 110 კმ.სთ. სიჩქარეს ავითარებს.

myquiz