NASA ვენერაზე 2 კოსმოსურ მისიას გააგზავნის- რის შესწლას გეგმავს პლანეტაზე აშშ-ის კოსმოსური სააგენტო? | Allnews.Ge

NASA ვენერაზე 2 კოსმოსურ მისიას გააგზავნის- რის შესწლას გეგმავს პლანეტაზე აშშ-ის კოსმოსური სააგენტო?

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) პლანეტა ვენერას მიმართულებით პროგრამა Discovery-ის ფარგლებში 2028-2030 წლებში 2 დამოუკიდებელ მისიას- DAVINCI+სა და VERITAS-ს აანონსებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე NASA-ს ვენერას მიმართულებით შემსწავლელი მისია არ გაუგზავნია.

კოსმოსური მისიები განსხვავებულები იქნება და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელდება.

c0111267-800px-wm-1623067392.jpg

მისია DAVINCI+

NASA-ს ინფორმაციით, DAVINCI+ის მიზანი პლანეტის ღრმა ატმოსფერული კვლევა და მასზე არსებული აირებისა და ქიმიური შემადგენლობების შესწავლა იქნება. ამასთან, მისიის მეშვეობით მეცნიერები ეცდებიან გაარკვიონ, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ციურმა სხეულმა და ასევე შესაძლოა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებაც, ჰქონდა თუ არა ვენერას ოდესმე ოკეანე.

1396-venusexpress-1623067452.jpg

VERITAS

მეორე მისიის მიზანი კი ვენერას ზედაპირის დეტალური რუკის შედგენა და პლანეტის გეოლოგიის შესწავლა იქნება. ამასთან, მისიით შეეცდებიან დაადგინონ თუ რატომ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და მჟავა წვიმები დედამიწის მსგავსი ზომის პლანეტაზე. მკვლევარები შეეცდებიან დაადგინონ არის თუ არა პლანეტაზე ვულკანური წარმონაქმნები და ტექტონიკური ფილები.

როგორც ცნობილია, პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ კოლოსალურია და თითოეული მისიისთვის გამოყოფილი თანხა 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

118783807-d46ff476-316c-4dc6-ac82-42ef03ae0bf2-1623067641.jpg

118787926-venus-volcanoes-home-1623067509.jpg

მისიები ვენერაზე

კოსმოსური ერის დასაწყისში, აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა მზის სისტემის რიგით მე-2 პლანეტაზე თავიანთი საფრენი აპარატები გაუშვეს. 1962 წელს ამერიკულმა „მარინერ-2-მა“ პლანეტას პირველმა შემოუფრინა. 1970 წელს კი საბჭოთა კავშირის „ვენერა-7" პირველად დაჯდა პლანეტაზე.

მას შემდეგ ვენერაზე კიდევ 2 მისია განხორციელდა- 1989 წელს აშშ-მა გაუშვა კოსმოსური ხომალდი, 2006 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ.

საინტერესო ცნობები ვენერას შესახებ

  • ვენერა მზის სისტემის რიგით მეორე პლანეტაა.

833fa69a-1623067561.png

  • პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.
  • ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე.
  • პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა 470 ºC-ს აღწევს.
  • ვენერას წელიწადი დედამიწის 7,5 თვის ტოლია.

nzfgrvfh4r4a3rgbkdpubm-1200-80-1623067588.jpg

  • ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია - მისი პერიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.
  • მის ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.

myquiz