მომავლის სამსახურები - რომელი პროფესიები იქნება ყველაზე მოთხოვნადი ახალ ეპოქაში | Allnews.Ge

მომავლის სამსახურები - რომელი პროფესიები იქნება ყველაზე მოთხოვნადი ახალ ეპოქაში

მომავალში დასაქმების ინდუსტრია მკვეთრად შეიცვლება. McKinsey -ის ბოლოდროინდელი პროგნოზებით, 2030 წლისთვის ადამიანების 12% -ს ტექნოლოგიების განვითარების გამო სამსახურის შეცვლა მოუწევს.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა დაადგინა, რომ იმ სამუშაო ადგილების ორი მესამედი, სადაც დღეს მოზარდები საქმდებიან, რამდენიმე წლის შემდეგ აღარც იარსებებს.

რა პროფესია შეიძლება იყოს მომავალი თაობებისთვის ყველაზე ხელსაყრელი? გთავაზობთ იმ სფეროებს და საჭირო პროფესიულ ჩვევებს, რისი საჭიროებაც დღევადელობაში უკვე იკვეთება.

ჭკვიანი ქალაქის ანალიტიკოსი

მსოფლიოს ფინანსურად ძლიერი ქვეყნები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ მათი ქალაქები რაც შეიძლება ჭკვიანი გახდეს. უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურისა და მოწყობილობების ინტერნეტთან დაკავშირება იგეგმება, რაც ქალაქის მართვას უფრო ეფექტურს გახდის. მონაცემთა შეგროვებით ბევრი დაბრკოლების მოგვარება იქნება შესაძლებელი. მაგალითად, საცობების თავიდან აცილება და ა.შ.

ამ ტექნოლოგიის შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭიროა “ქალაქის ანალიტიკოსი“, ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური რესურსების მართვას, ჭკვიანი მოწყობილობების უსაფრთხოებას და წარუძღვება სხვა საჭირო ოპერაციებს.

მანქანების ტრენერი

ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამა ნამდვილად არ არის ძალიან ჭკვიანი. ამ სისტემების მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი რაც უფრო მეტი AI გახდება, მით უფრო მეტი ადამიანი იქნება საჭირო მოწყობილობის დატრენინგებისთვის. მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში Google- მა გამოაცხადა თავისი გეგმა, რაც ტრენერებად 10,000 ახალი თანამშრომლის აყვანას გულისხმობდა.

სამედიცინო ტექნიკის ასისტენტი

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს მომავალ თანაშემწეებს ტრადიციული საექთნო უნარ-ჩვევების ცოდნა დასჭირდებათ, ასევე გაიზრდება მოთხოვნა სამედიცინო ტექნიკის ასისტენტებზე.

მსოფლიო ჯანდაცვა გადაწყობას გეგმავს. მალე გამოვა სამედიცინო ტექნიკა, რომელიც პაციენტების სახლში მომსახურებას უზრუნველყოფს. ტექნიკის ასისტეტები ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშველოვან როლს შეასრულებენ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz