დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში | Allnews.Ge

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში

პენ­ტა­გო­ნი აკ­ვირ­დე­ბა ჩი­ნურ რა­კე­ტას, რო­მე­ლიც მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და და დე­და­მი­წას უახ­ლოვ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ CNN წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი დე­და­მი­წა­ზე მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ჩა­მო­ვარ­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ სა­ვა­რა­უ­დო თა­რიღ­საც, როცა რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი დე­და­მი­წამ­დე მო­აღ­წევს და ეს სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი 8 მა­ი­სია. ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ამე­რი­კის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რი მაიკ ჰო­ვარ­დი. რა­კე­ტის მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ას აკ­ვირ­დე­ბა აშშ-ის კოს­მო­სუ­რი სარ­დლო­ბა, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის ვერ ასა­ხე­ლე­ბენ ად­გილს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მისი ნამ­სხვრე­ვე­ბი ჩა­მო­ვარ­დეს.

ჩი­ნე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­კე­ტა გა­სულ კვი­რას, კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რის ნა­წი­ლის გა­საშ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ის მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მოს­ვლი­სას ნამ­სხვრე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­იწ­ვე­ბა, ყო­ვე­ლი­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მა­ინც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან სა­უ­ბა­რია გი­გან­ტუ­რი ზო­მის რა­კე­ტა­ზე, რო­მე­ლიც 22 ტო­ნას იწო­ნის და თუ და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში მოხ­ვდე­ბა მისი რო­მე­ლი­მე ნა­ტე­ხი, შე­საძ­ლოა, დიდი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი ჯო­ნა­თან მაკ­დო­უ­ე­ლი სხვა მეც­ნი­ე­რებ­თან შე­და­რე­ბით იმე­დის­მომ­ცემ პროგ­ნოზს აკე­თებს და ამ­ბობს, რომ რა­კე­ტის ჩა­მო­ვარ­დნა "სამ­ყა­როს აღ­სას­რულს არ გა­მო­იწ­ვევს“.

"არ ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღონ, რის­კი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ფაქ­ტი ვინ­მეს და­ა­ზი­ა­ნებს, ძა­ლი­ან მცი­რეა., შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ხი­ფა­თი, მაგ­რამ ამის რის­კი უმ­ცი­რე­სია“, - ამ­ბობს ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი.