მომავლის ქალაქი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნება - როგორი იქნება Toyota-ს ულტრათანამედროვე ქალაქი იაპონიაში? | Allnews.Ge

მომავლის ქალაქი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნება - როგორი იქნება Toyota-ს ულტრათანამედროვე ქალაქი იაპონიაში?

რამდენიმე დღის წინ კომპანია Toyota-მ იაპონიაში მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი გახდება. გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ქალაქს Woven City-ს დაარქმევენ, რაც „ნაჭრების ქალაქს“ ნიშნავს. ახალი ქალაქი ფუჯის მთასთან ახლოს, ტოკიოდან 100 კილომეტრის მოშორებით, 71 ჰექტარზე გაშენდება.

woven-1-1620211589.jpg

ქალაქის ასაშენებლად ძირითადად ხის მასალას გამოიყენებენ. თითოეული სახლის სახურავზე კი, მზის ბატარეები განთავსდება, რომლებიც ქალაქ საკმარისი ელექტროენერგიით მოამარაგებს.

Woven City გახდება ერთ-ერთი უპირველესი დასახლებული პუნქტი სხვადასხვა „ჭკვიანი“ სისტემების გამოცდისთვის, რომლებიც კაცობრიობას დაეხმარება უახლოესი ტექნოლოგიები ყოველდღიურობაში დაინერგოს.

woven-3-1620211647.jpg

woven-7-1620211728.jpg

ფუტურისტული ქალაქი დანიელმა არქიტექტორმა Bjarke Ingels-მა დააპროექტა. როგორც კომპანიაში ამბობენ, Woven City სრულად ენერგოდამოუკიდებელი იქნება. როგორც ცნობილია, თავდაპირველად საწყის ეტაპზე ქალაქში 360 ადამიანი იცხოვრებს, მოგვიანებით კი მაცხოვრებელთა რაოდენობა 2 000-მზე გაიზრდება. ახალმოსახლეთა უმეტესობა მეცნიერები, მკვლევარები და მათი ოჯახის წევრები იქნებიან. ქალაქი, რომელიც კომპანიის ქარხნის ტერიტორიაზე გაშენდება, გამორჩეული იქნება მოძრაობის განსაკუთრებული სქემით, სადაც ერთმანეთში გადაიკვეთება საფეხმავლო, ველოსიპედებისა და საავტომობილო გზები.

woven-4-1620211669.jpg

woven-8-1620211754.jpg

გამოცემის მიხედვით, ქალაქში შენობების დიდი ნაწილის ფასადები ტრადიციულ იაპონურ სტილში იქნება. ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო, რომელიც ტრადიციულ კულტურასა და უახლეს ტექნოლოგიებს შორის იდეალურ კომბინაციასა და ოქროს შუალედს გამოხატავს. ახალ ქალაქში განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიასა და გამწვანებას დაეთმობა. მასში რამდენიმე დიდი პარკი და მოედანი განთავსდება, რათა მისი მაცხოვრებლები ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს იყვნენ.

woven-5-1620211692.jpg

„ტექნოლოგიის, სოციალური მედიისა და ონლაინ გაყიდვების ხანაში ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა უახლესი, განვითარებული და თანამედროვე ქალაქი, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ საცხოვრებელ გარემო საკუთარი ინტერების მიხედვით მოიწყონ. მათ შეეძლებათ მთლიანი სახლი ღილაკზე თითის დაჭერით ან ხმოვანი სიგნალით მართონ“- განაცხადა ტოიოტას გენერალურმა დირექტორმა აკიო ტოიოდამ.