40 საინტერესო საიტი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ- იხილეთ სასარგებლო და სახალისო ვებ-გვერდები | Allnews.Ge

40 საინტერესო საიტი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ- იხილეთ სასარგებლო და სახალისო ვებ-გვერდები

თუ თავისუფალი დრო გაქვთ და ფილმების ნახვა ან წიგნების კითხვა უკვე მოგბეზრდათ, გირჩევთ, აუცილებლად ესტუმროთ ამ საიტებიდან რამდენიმეს მაინც. გპირდებით, რომ ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ.

  • localingual.com- ამ საიტზე მოუსმენთ, თუ როგორ ჟღერს სხვადასხვა ქვეყნების ჰიმნები
  • ocearch.org - დააკვირდით თეთრი ზვიგენების გადაადგილებას რეალურ დროში;
  • listentothe.cloud - მოუსმინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტების დისპეტჩერები როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს;
  • driveandlisten.herokuapp.com- აქ თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურად ისეირნოთ მანქანით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და მოუსმინოთ ადგილობრივ რადიოს;
  • whenwasiconceived.com - შეიყვანეთ დაბადების წელი, თვე და რიცხვი და გაიგეთ, როდის ჩაისახეთ, რომელი სიმღერა იყო იმ დღეს ყველაზე პოპულარული და რა ფილმი გადიოდა ადგილობრივ კინოთეატრში;
  • window-swap.com - ამ საიტის მომხმარებლები პირდაპირ ეთერში გვიჩვენებენ მათი ფანჯრებიდან დანახულ ხედს;
  • astronaut.io- საიტი იუთუბზე მოხვედრილი შემთხვევითი ვიდეობისათვის, რომელთაც 10-ზე ნაკლები ნახვა აქვთ;
  • playphrase.me - ეს საიტი პოულობს ფილმს ამორჩეული სიტყვების მიხედვით;
  • radio.garden -შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიოს გლობუსზე ამორჩეული ნებისმიერი ქვეყნიდან;
  • listeningtogether.atspotify.com- აქ შეგიძლიათ ნახოთ პლანეტის რომელ ადგილებში უსმენენ ერთი და იგივე საიმღერას;
  • earthcam.com - საიტი მსოფლიოში არსებული უამრავი სათვალთვალო კამერით;
  • tapkey.ru - ყველაზე საინტერესო თამაშების და პროგრამების მოძებნა ანდროიდზე;
  • musicgenretree.org/chart.html - საიტზე შეგიძლიათ მოუსმინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხების სიმღერებს;
  • radiooooo.com -ამ საიტზე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ქვეყანა და რომელიმე წელი და ნახოთ, რა სიმღერა იყო პოპულარული ამ ქვეყანაში არჩეულ წელს;
  • books.google.com/ngrams - ეს იგივე გუგლია, ოღონდ წიგნების მიხედვით. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სიტყვა ყველა წიგნიდან, რაც კი დაბეჭდილა 1700 წლის შემდეგ;
  • marinetraffic.com - აქ თქვენ ნახავთ ყველა ხომალდს, რომელიც მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეეებშია;
  • flightradar24.com - გიჩვენებთ ყველა თვითმფრინავს, რომელიც ამ მომენტისათვის ჰაერში იმყოფება;
  • howmanypeopleareinspacerightnow.com - გამცნობთ, რამდენი ადამიანია ამჟამად კოსმოსში;
  • world.time.com/timelapse/ - საიტი, რომელიც გიჩვენებთ დედამიწის ნებისმიერ ადგილს, დანახულს კოსმოსიდან;
  • waybackmachine.org - აქ ნახავთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ესა თუ ის საიტი 10, 15, 20 წლის წინ;
  • everynoise.com -აქ თქვენ მოუსმენთ აბსოლუტურად ყველა მუსიკალურ ჟანრს;
  • abbeyroad.com/crossing - პირდაპირი ტრანსლაცია იმ ადგილიდან, სადაც "ბითლზის" ცნობილი ფოტოსურათი გადაიღეს;
  • thetruesize.com- საიტი, რომელიც გვიჩვენებს ქვეყნების რეალურ ზომებს ერთმანეთთან შედარებით;
  • freeintertv.com - აქ თქვენ ნახავთ მსოფლიოს ყველა ქვეყნის აბსოლუტურად ყველა ტელეარხს;
  • centennialbulb.org - გიჩვენებთ პირდაპირ ტრანსლაციას იმ ადგილიდან, სადაც ერთი ნათურა უკვე 100 წელია ანთია;
  • spreadthesign.com/ru.ru/search/ - ჟესტების ენის ონლაინ-მთარგმნელი;
  • geacron.com - საიტი გიამბობთ რუკების შექმნის ისტირიას;
  • varik.ru/crash - გიჩვენებთ, ქალაქის რომელ ადგილას ხდება ყველაზე ხშირად ავარიები;
  • submarinecablemap.com- ინტერნეტ-კაბელის რუკა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტებს;
  • geofon.gfz-potsdam.de -მიწისძვრების რუკა, რომელიც მოცემული მომენტისთვის ხდება მსოფლიოში;
  • tdcj.texas.gov -აქ შეგიძლიათ გაეცნოთ 500 ტეხასელი მსჯავრდებულის სიტყვას სიკვდილით დასჯის წინ;
  • you.regettingold.com -აქ ნახავთ, თუ როდის იქნება თქვენი სიცოცხლის მე-10 000-ე დღე; განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ყველაზე ჩქარი და ნელი ინტერნეტი

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში -ადგილი, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

როგორი იქნება Toyota-ს „ჭკვიანი“ ქალაქი, რომლის მშენებლობა უკვე დაიწყო

myquiz