რომელია 3 ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონის ბრენდი საქართველოში | Allnews.Ge

რომელია 3 ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონის ბრენდი საქართველოში

საქართველოში მობილური აბონენტების 39% უპირატესობას „სამსუნგის“ ტელეფონს ანიჭებს.

ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. კომისია საქართველოში მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული 3 ბრენდის სიას აქვეყნებს.

კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია „სამსუნგის“ მობილური ტელეფონები. მე-2 ადგილზეა - Apple, რომლის აპარატებსაც მობილური აბონენტების - 14% ფლობს; მას მოსდევს HUAWEI, რომელსაც უპირატესობას მობილურ აბონენტთა 9% ანიჭებს, ხოლო 38% - სხვა ბრენდებზე ნაწილდება.

bpn.ge

myquiz