ცისარტყელა მარსზე? - "პერსევერანსის“ მიერ გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტო და NASA-ს პასუხი "იდუმალ ცისარტყელაზე“ | Allnews.Ge

ცისარტყელა მარსზე? - "პერსევერანსის“ მიერ გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტო და NASA-ს პასუხი "იდუმალ ცისარტყელაზე“

მარსმავალი "პერსევერანსი“ ე.წ. წითელ პლანეტაზე მოგზაურობას აგრძელებს და დედამიწაზე ყოველ დღე საინტერესო ფოტოებს გზავნის, რომლის საშუალებითაც, პლანეტაზე არსებული გარემოს შესახებ წარმოდგენა გვექმნება

"პერსევერნასის" მიერ გამოგზავნილი ერთ-ერთი ბოლო ფოტო კი განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა, ვინაიდან მასზე ცისარტყელა ჩანს.

საზოგადოება ფოტომ აღაფრთოვანა და ამავდროულად, ბევრი კითხვაც გააჩინა, მათ შორის ის, თუ რამდენად შესაძლებელია მარსზე ცისარტყელის წარმოქმნა. სოციალურ ქსელში არაერთი თეორიის შესახებ წერდნენ, ზოგიერთმა კი NASA დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ფოტოები რეალური არ არის.

ყოველივეს შემდეგ ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, თუ რას ვხედავთ რეალურად სურათზე და შესაძლებელია თუ არა, რომ მარსზე ცისარტყელა წარმოიქმნას.

“ბევრმა იკითხა: არის ცისარტყელა მარსზე? არა, ცისარტყელას წარმოქმნა იქ შეუძლებელია. ცისარტყელა წარმოიქმნება წყლის წვეთებიდან არეკლილი შუქით, მაგრამ მარსზე არ არის საკმარისი წყალი კონდენსაციისთვის და იქ თხევადი სახით წყლის არსებობისთვის ძალიან ცივა", - განმარტავენ ნასაში და აცხადებენ, რომ ფოტოზე ასეთი გამოსახულება მაშინ ჩნდება, როდესაც კამერის ობიექტივს ხვდება სინათლე კონკრეტული კუთხით.

ცნობისთვის, ნასას რობოტი, მარსმავალი "პერსევერანსი“, იგივე "შეუპოვარი“ 18 თებერვლიდან "წითელ პლანეტაზე“ იმყოფება და გეგმის მიხედვით, დაახლოებით 7 თვის განმავლობაში, მარსის ზედაპირის ნაწილს მოივლის. რობოტმა უკვე გამოგზავნა არაერთი ფოტო, რომელზეც მარსის ზედაპირი ახლო და შორი ხედებითაა გადაღებული. დაათვალიერეთ ფოტოები

myquiz