როგორია AMAZON- ის ამბიციური სამომავლო გეგმები? | Allnews.Ge

როგორია AMAZON- ის ამბიციური სამომავლო გეგმები?

დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ, ავტოფარეხში შექმნილი კომპანია ბოლო რამდენიმე წელია გიგანტურ გლობალურ ელექტრონულ კომერციულ ბიზნესად იქცა. ამაზონი Apple- ის შემდეგ მეორე ამერიკული კომპანიაა, რომლის ღირებულება 1 ტრილიონი დოლარია და ეს ყველაფერი არ არის. Amazon-ს უამრავი პროექტი აქვს დაწყებული, რომელთა ნაწილი უკვე დასრულებულია და ყოფით ცხოვრებაში მათი დანერგვა მიმდინარეობს.

მაღაზიები მოლარის გარეშე

2018 წლის იანვარში, Amazon- მა სიეტლში გახსნა თავისი პირველი მაღაზია Amazon Go, რომელმაც სფეროში რევოლუცია მოახდინა. "Just Walk Out" მაღაზიები ნიშნავს, რომ მომხმარებელი იღებს ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილ კალათს, რომელიც პროდუქტის ჩადებისას ფასს ავტომატურად აფიქსირებს, ამატებს მათ ვირტუალურ კალათაში Amazon Go აპში, თანხის ჩამოჭრა ბარათიდან ავტომატურად ხდება.

 

ამჟამად აშშ – ში Amazon Go– ს 26 მაღაზია არის გახსნილი რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ჩიკაგოსა და სან – ფრანცისკოში. მიმდინარე წელს ასეთი მაღაზია გაიხსნება ლონდონში.

ბიომეტრიული გადახდები

სექტემბერში Amazon- მა დაიწყო ბიომეტრიული გადახდის ახალი მეთოდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Amazon Go- ს მაღაზიებში. სისტემა ამოწმებს თითოეული მომხმარებლის ელექტრონულ მონაცემებს (შეზღუდულად), რომელიც შემდეგ უკავშირდება მათ საკრედიტო ან სადებეტო ბარათს. ბიომეტრიული გადასახადები მდგრადია გაყალბების მიმართ, რაც ფულის ბრუნვის ბევრად უსაფრთხო სისტემას ქმნის.

ინვესტიცია ინდოეთში

ჯეფ ბეზოსი ახლა ინდოეთის „აღებაზე“ ფიქრობს. იგი ინდოეთს წლის დასაწყისში ეწვია და ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 21-ე საუკუნე "ინდოეთის საუკუნე იქნება". ინდოეთის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის დიჯიტალიზაციისთვის Amazon- მა 1-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. ბეზოსმა ასევე გამოაცხადა, რომ Amazon 2025 წლისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ინდურ საქონელს ექსპორტზე გაიტანს.

სახლის რობოტები ხელოვნური ინტელექტით

2018 წლის აპრილში, „ბლუმბერგმა“ დაწერა, რომ Amazon-ი მუშაობს პროექტზე, რომელსაც ნამდვილად შეუძლია შეცვალოს სიტუაცია: ჭკვიანი რობოტი სახლისთვის, რომელიც იკვებება ხელოვნური ინტელექტით (AI). რობოტს შეეძლება სახლის დასუფთავება და სხვა ყოფითი საქმეების შესრულება.

სახლის რობოტს ქმნის Amazon Lab126- ტექნიკისა და კვლევის დეპარტამენტი. როგორც ცნობილია, Lab126 პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გავრცელებული ინფორმაციით, ის დასასრულს უახლოვდება.

თამაშის “გასტრიმვის“ სერვისები

კიდევ ერთი ინდუსტრია, რომელსაც ტექნიკური გიგანტი ცდილობს ააფეთქოს, არის თამაშები. დღეს ბევრი იუთუბერი თამაშის ე.წ. “გასტრიმვის“ ნამდვილი ოსტატია. წარმოიდგინეთ ეს პროცესი ულტრათანამედროვე და რევოლუციური ღრუბლოვანი სათამაშო სერვისით.

Amazon-მა ახლახანს აამოქმედა Luna, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ითამაშონ მოწყობილობებზე, თამაშების ჩამოტვირთვის ან ინსტალაციის გარეშე. Luna იმუშავებს ნებისმიერ Bluetooth კონტროლერთან, მაგრამ Amazon- მა ასევე გამოუშვა Luna- ს საკუთარი ვერსია, რომელიც პირდაპირ ღრუბლოვან სერვისთან იქნება დაკავშირებული. Luna Plus- ის ძირითადი არხის ფასი 5,99 აშშ დოლარია. მოთამაშეებს უკვე შეუძლიათ დარეგისტრირება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz