როგორი იქნება Toyota-ს „ჭკვიანი“ ქალაქი, რომლის მშენებლობა უკვე დაიწყო | Allnews.Ge

როგორი იქნება Toyota-ს „ჭკვიანი“ ქალაქი, რომლის მშენებლობა უკვე დაიწყო

კომპანიამ Toyota-მ დაიწყო საკუთარი „ჭკვიანი“ ქალაქის მშენებლობა ვულკან ფუძიამას ძირში ტოკიოდან 100 კილომეტრში-ამის შესახებ წერს Business Insider-ი. ქალაქი სახელწოდებით Woven City (ქსოვილის ქალაქი) გაშენდება 70 ჰექტარზე და იქ 2 000 ადამიანი იცხოვრებს.

Woven City გახდება ერთგვარი პოლიგონი სხვადასხვა „ჭკვიანი“ სისტემების ცდებისთვის, რომელიც დაგვეხმარება ყოველდღიურობაში: რობოტექნიკა და სახლები აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს, მათ შორის ჯანმრთელობის მონიტორინგის მთვლელების დახმარებით. ქალაქის ასაშენებელი ძირითადი მასალა გახდება ხე, ხოლო სახურავები მზის ელემენტებით დაიფარება.

ქალაქი, რომელიც კომპანიის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე გაშენდება, გამორჩეული იქნება მოძრაობის განსაკუთრებული ქსელით, სადაც ერთმანეთში გადაიკვეთება საფეხმავლო, ველოსიპედებისა და საავტომობილო გზები, სწორედ აქედან მოდის სახელწოდება „ქსოვილის ქალაქი“. ქალაქში იმოძრავებს უპილოტოები e-Palette, რომლებიც მუშაობენ წყალბადზე, ხოლო ტვირთის გადაზიდვა მოხდება მიწისქვეშა გვირაბებით.

დასვენებისთვის ააშენებენ რამდენიმე პარკს და დიდ ცენტრალურ მოედანს, რომელზეც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები. განაგრძეთ კითხვა

myquiz