NASA-ს ახალი მარსმავალი "წითელ პლანეტაზე", რომელმაც შესაძლოა, ყველა საიდუმლო ამოხსნას - რა ფოტოები გამოგზავნა "პერსევერანსმა" | Allnews.Ge

NASA-ს ახალი მარსმავალი "წითელ პლანეტაზე", რომელმაც შესაძლოა, ყველა საიდუმლო ამოხსნას - რა ფოტოები გამოგზავნა "პერსევერანსმა"

მარსის ზედაპირზე ახალი რობოტი, მარსმავალი სახელად "პერსევერანსი“, ანუ "შეუპოვრობა", წარმატებით დაეშვა. ეს ამერიკის კოსმოსური სააგენტოს კიდევ ერთი წარმატებული მისიაა წითელ პლანეტაზე და უფრო მეტიც, მარსის შესწავლის თვალსაზრისით, შესაძლოა, გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს.

ექვსბორბლიანი რობოტი წითელ პლანეტაზე მინიმუმ გაატარებს. მისი მისია მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის შეგროვება და დედამიწაზე გამოგზავნა იქნება, რომლითაც შესაძლებელი გახდება მარსის არა მხოლოდ ამჟამინდელი გარემოს, არამედ მისი ისტორიის შესწავლა და იმის გარკვევა, არსებობდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე.

"პერსევერანსის" სამოქმედო არეალი იქნება გიგანტური კრატერი, სახელად ეზერო. ფიქრობენ, რომ მილიარდობით წლის წინ ამ ადგილას გიგანტური ტბა არსებობდა, ხოლო იქ სადაც წყალია, სიცოცხლეც არსებობს.

რობოტმა უკვე გამოგზავნა პირველი ორი ფოტო მარსის ზედაპირიდან, რომლებიც შედარებით დაბალი რეზოლუციითაა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ "პერსევერანსი“ მეორე მარსმავალია, რომელიც პლანეტაზე Nasa-მ გაუშვა, პირველად 2002 წელს მარსზე წარმატებით გაუშვეს Curiosity, თუმცა ის პლანეტის სულ სხვა ზონაში მოქმედებს და ამავდროულად, არ არის აღჭურვილი ისეთივე მძლავრი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორითაც ახალი მარსმავალი. ახალ რობოტს კლდოვან ზედაპირზე სიარულიც წარმატებით შეუძლია.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირდაპირ ეთერში აკვირდება "პერსევერანსის" მარსზე გაშვების კადრებს

 

  • რატომ არის ეზეროს კრატერის საინტერესო?

ეს არის კრატერი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვაგვარი ქანები, მათ შორის, თიხები, კარბონატები, რომლებსაც აქვთ პოტენცია რომ შეინარჩუნონ ორგანული მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

ფიქრობენ, რომ ამ კრატერში მილიარდობით წლის წინ, მდინარეთა შერთვის შედეგად, ტბა წარმოიქმნებოდა, სწორედ ამიტომ, სიცოცხლის ნიშნების გამოსაკვლევად ეს ადგილი საუკეთესო უნდა იყოს.

მეცნიერებს აქამდე აღნიშნული კრატერის ძალიან შორი მანძილიდან გადაღებული ფოტომასალა ჰქონდათ, რაც არ იძლეობდა მისი სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობას. ახლა კი მარსმავალის საშუალებით, მას დეტალურად შეისწავლიან, რადგანაც რობოტი გარდა ფოტოების ახლო ხედით გადაღებისა, მარსის ზედაპირის ნიმუშებს სპეციალურ ტუბებში შეინახავს. მათი შესწავლის შედეგად კი მეცნიერებმა შესაძლოა, პლანეტის ყველა საიდუმლო ამოხსნან.