როგორი იქნება ჩინეთის ულტრათანამედროვე მომავლის ქალაქი, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ცენტრი გახდება | Allnews.Ge

როგორი იქნება ჩინეთის ულტრათანამედროვე მომავლის ქალაქი, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ცენტრი გახდება

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ულტრათანამედროვე მომავლის ქალაქს ააშენებენ, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ცენტრი გახდება.

მომავლის ქალაქი სიჩუანის პროვინციაში ქალაქ ჩენგდუსთან ახლოს გაშენდება. CNN-ის ინფორმაციით, ახალ ქალაქში, რომელსაც „ჩენგდუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მომავლის ქალაქი“ ეწოდება თანამედროვე უნივერსიტეტები, ლაბორატორიები და ოფისები განთავსდება.

როგორც ცნობილია, ახალი უბის საერთო ფართობი 4.6 კვ.კმ. იქნება, ჩენგდუში ახალი უბნის ჩათვლით ჯამში  2.5 მილიონი ადამიანი იცხოვრებს.  საცხოვრებელი უბნების მოწყობისას განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიასა და გამწვანებას. ამასთან, ქალაქი საჭირო ელექტროენერგიის უმეტესობას მზის ბატარეების მეშვეობით გამოიმუშავებს.

ქალაქის განაშენიანების გეგმა არქიტექტურულმა კომპანია OMA-მ შეიმუშავა.

კომპანიის განცხადებით, ჩენგდუ ავტომობილებისგან სრულიად თავისუფალი იქნება, რაც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და მის მაცხოვრებლებს საცობებისგან გაათავისუფლებს.

 ქალაქში ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსები ივლიან, რომლებიც გადაადგილებას გააადვილებენ. თუმცა, ქალაქი ისე იქნება დაგეგმარებული, რომ ფეხით გადაადგილება კომფორტული იყოს და მისმა მაცხოვრებლებმა ტრანსპორტი რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენონ.

პროექტის მიხედვით, ქალაქში 460 000 კვ.მ. ტერიტორიაზე განათლების საერთაშორისო პარკი მოეწყობა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციები ჰაბი გახდება, რადაც რამდენიმე უნივერსიტეტი ლაბორატორიებითა და კვლევითი ცენტრებით იფუნქციონირებს.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ დღესდღეობით ჩინეთის მოსახლეობას 2 არჩევანი აქვს. იცხოვრონ ქალაქებში, რომლებიც ძალიან გადატვირთული და ქაოტურია ან გადავიდნენ სოფლებში, სადაც ერთადერთი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა.

მსგავსი პროექტები კი ადამიანებს საშუალებას აძლევენ იცხოვრონ  თანამედროვე ქალაქებში, სადაც უამრავი რეკრეაციული სივრცე და გამწვანებაა.  

 

ასევე დაგაინტერესებეთ

როგორი იქნება პირველი დასახლება მარსზე, რომლის პროტოტიპსაც დუბაისთან ახლოს შექმნიან

როგორი იქნება მსოფლიოში უდიდესი ქარის ფერმა, რომელსაც სამხრეთ კორეა ააშენებს

   

myquiz