ვინ არის 2020 წლის ყველაზე მდიდარი ინსტაგრამ-ინფლუენსერი, რომელიც პოსტში მილიონზე მეტს შოულობს | Allnews.Ge

ვინ არის 2020 წლის ყველაზე მდიდარი ინსტაგრამ-ინფლუენსერი, რომელიც პოსტში მილიონზე მეტს შოულობს

სერვისმა Hopper HQ Instagram ინფლუენსერების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც სარეკლამო დამკვეთები პოსტის დადებაში ფულს უხდიან.

2020 წელს ახალი ლიდერი ჰყავს და ეს გახდა მსახიობი დუიენ ჯონსონი, რომელსაც პოსტის დადებაში დამკვეთი 1,015,000 დოლარს უხდის, მას 187,300,000 გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ დუეინ ჯონსონი ერთადერთია წლევანდელ რეიტინგში, რომელსაც მილიონზე მეტს დოლარს უხდიან.

მეორე ადგილზეა წინა წლების ლიდერი მოდელი ქაილი ჯენერი 986,000 დოლარით, მას ინსტაგრამზე 181,500,000 გამომწერი ჰყავს.

მესამე ადგილზე იყო წინა წელს და 2020-შიც ინარჩუნებს ამ პოზიციას ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო 889,000 დოლარით, მისი აუდიტორია 224,800,000-ია და ამ მხრივ ის ლიდერებს უსწრებს.

განაგრძეთ კითხვა