მომავლის ტრანპორტი, რომლით სარგებლობასაც მალე შევძლებთ- იხილეთ ფუტურისტული ტრანპორტი, რომელიც მალე რეალობა გახდება | Allnews.Ge

მომავლის ტრანპორტი, რომლით სარგებლობასაც მალე შევძლებთ- იხილეთ ფუტურისტული ტრანპორტი, რომელიც მალე რეალობა გახდება

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც წამები გყოფნით სამსახურში მისასვლელად; სადაც თქვენი სამუშაო დატვირთვა და გრაფიკი დაგეგმილია კომპიუტერების მიერ; ცხოვრობთ "ჭკვიან სახლებში" და აგარაკისაკენ მიემგზავრებით Sky Tran-ის გამოყენებით, რომელიც თქვენ თავზე დაგტრიალებთ.

წარმოგიდგენთ მომავლის 10 ფუტურისტულ სატრანსპორტო გამოგონებას:

1.Sky Tran

Sky Tran სწრაფი ტრანზიტის (გადაადგილების) პერსონალური სისტემაა. მისი იდეა პირველად გააჟღერა გამომგონებელმა დუგლას მალევიცკიმ 1900 წელს.

Sky Tran მუშაობს მაგლევის ტექნიკური პრინციპით, მოძრაობს საჰაერო გზასა და კაფსულას შორის ძლიერი მაგნიტიზმის შესაბამისად. სწრაფი გადაადგილების პერსონალური სისტემის მშენებლობა ისრაელში მიმდინარეობს, როგორც საპილოტე პროექტი.

"სქაი ტრან"-ის პროექტები წარადგინა სხვადასხვა ქვეყანამ: საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ინდოეთმა, ინდონეზიამ და მალაიზიამ.

2.ჰიპერლოპი

ესაა დახურული, ჰერმეტული მილი, ან მილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც სატრანსპორტო კაფსულებს შეუძლიათ გადაადგილება წინააღმდეგობისა და ხახუნის გარეშე, ადამიანების გადაყვანა დიდ მანძილზე მცირე დროში, ძალიან მაღალი სიჩქარით. ჰიპერლოპი ერთგვარი ვაკუუმური მატარებელია. ესაა ელონ მასკის ერთ-ერთი გიჟური იდეა, რომელიც 2013 წელს შემოგვთავაზა.

3. ONE WHEEL - ერთბორბლიანი ელექტრო ველოსიპედი

მონობორბალი ესაა ელექტრული დაფა, რომელიც გამოიგონა კაილ დერკსენმა, Future Motion Inc-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. ელექტრო ველოსიპედის 3 მოდელი გამოვიდა 2014 წლიდან. ელექტრო სკეიბორდის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ, თან ატაროთ და ნებისმიერ ადგილას დატოვოთ, პარკირებაზე დარდის გარეშე. 4.ერთბორბლიანი ელექტროველოსიპედი Ryno Micro-cucle

ესაა ერთბორბლიანი ელექტრო მიკროციკლი. იგი ერთი მოძრაობით გადის 16 კილომეტრს, შეუძლია, გადაიტანოს 100 კგ.-მდე ტვირთი.

5.კოსმოსური ლიფტი

6.რეაქტიული ზურგჩანთა

7.პერსონალური მფრინავი სატრანსპორტო საშუალება PAV

ამერიკის კვლევითი ცენტრის, "ნასას" 2003 წლის განმარტების მიხედვით, ესაა პერსონალური მფრინავი სატრანსპორტო საშუალება, ერთგვარი მფრინავი ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ, დააყენოთ ავტოფარეხში, ან ავტოსადგომზე. "ფავ"-ის მართვა შეეძლება ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა. მისი სიჩქარე საათში 150-200 კილომეტრია.

8.ტელეპორტაცია

ტელეპორტაცია გულისხმობს ენერგიისა და მატერიის გადატანას ერთი წერტილიდან მეორეში, მათ შორის ფიზიკური სივრცის გავლის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ საგანს, მათ შორის ცოცხალ ადამიანს, არსებას შეუძლია უმოკლეს დროში გადაადგილდეს ერთი ადგილიდან მეორეში. ტელეპორტაცია კვანტური მექანიკის მეტად საინტერესო საკითხია.

9. ჰიროსკოპიული ტრანსპორტი

დისკის ფორმის უზარმაზარი სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება ადამიანთა გადასაადგილებლად. დისკის ფორმის ტრანსპორტები განლაგებულია გზის თავზე, საყრდენებზე. სატრანსპორტო საშუალებების შიგნით მგზავრებს ეძლევათ საშუალება, გადაადგილდნენ საცობის გარეშე, შეუფერხებლად. დასაჯდომად ყველას ექნება საკმარისი ადგილი.

10.ვაკუუმური მატარებელი ეს მატარებელი მუშაობს მაგნიტიზმის პრინციპით და შექმნილია ძალიან მაღალი სიჩქარის მისაღწევად, რისთვისაც იყენებს სპეციალურ მილებს, ან გვირაბებს. ვაკუუმურ მატარებელს 6 400 - 8 000 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებაც კი შეუძლია (5-6-ჯერ მეტი, ვიდრე დედამიწის ატმოსფეროში ზღვის დონეზე ხმის გავრცელების სიჩქარეა). ამგვარი მაღალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობას იძლევა ჰაერის წინააღმდეგობის შემცირება. თუ გამომგონებლებს პროგნოზირებული სიჩქარის მიღწევა შეეძლებათ, ეს იქნება ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი მსოფლიოში, თვითმფრინავზე სწრაფი.

intermedia.ge

myquiz