მეგაპროექტები, რომლებმაც ქვეყნები სამუდამოდ შეცვალეს | Allnews.Ge

მეგაპროექტები, რომლებმაც ქვეყნები სამუდამოდ შეცვალეს

ძვირად ღირებული მეგაპროექტების მშენებლობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. ვინც ეს შეძლო და მასშტაბური ინფრასტრუქტურა შეცვალა, დღეს განვითარების სხვა საფეხურზეც იმყოფება. წარმოგიდგენთ მეგაპროექტებს, რომლებმაც ქვეყნები სამუდამოდ შეცვალეს.

სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის სისტემა, აშშ ამერიკის სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის სისტემის შექმნაზე მუშაობა 1956 წელს დაიწყო. მაშინ პრეზიდენტმა დუაიტ დ ეიზენჰაუერმა ხელი მოაწერა ფედერალური დახმარების მაგისტრალის შესახებ აქტს, რომელსაც გზების სისტემა უნდა შეეცვალა. გეგმის მიხედვით, აშშ-ში მანქანით მოძრაობისას ყველა შტატი ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. პროგრამის შედეგად გარეუბნები განვითარდა. სისტემის მშენებლობა 119 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს ყველაზე დიდი საინჟინრო პროექტია, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს.   proe-1609583587.jpg მარმარის გვირაბი, თურქეთი 2013 წელს მარმარის გვირაბის გახსნამდე, სტამბულის ევროპულ და აზიურ მხარეებს ერთმანეთს მხოლოდ ბორნები და რამდენიმე ხიდი აკავშირებდა. 76,3-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი 2019 წლის მარტს გაიხსნა. 2025 წლისთვის გვირაბით ყოველდღიურად დაახლოებით 1,7 მილიონი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

matar1-1609583676.jpg   სამი ხევის კაშხალი, ჩინეთი სამი ხევის კაშხალი, რომელიც 2006 წელს დასრულდა, უახლესი ისტორიის განმავლობაში ერთ– ერთი ყველაზე საკამათო მეგაპროექტია. იგი 2012 წლამდე სრულად არ ფუნქციონირებდა. ჰიდროელექტრო კაშხალი 37 მილიარდი დოლარი დაჯდა. 2011 წელს ჩინეთის მთავრობამ აღიარა, რომ პროექტს ”გადაუდებელი პრობლემები” ჰქონდა და გარემოსდაცვითი ზიანის ანაზღაურებისთვის 18 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. qalaq-1609583722.jpg   Hyderabad-ის სარკინიგზო გზა, ინდოეთი იდოეთში, Hyderabad მეტრო 2017 წელს გაიხსნა. ამაღლებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2.62 მილიარდი დოლარი ღირდა. მატარებელს საათში 60,000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. matareee-1609583960.jpg

ხიდი Golden Gate, აშშ ოთხწლიანი რთული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, 1937 წელს აშშ-ში ერთ-ერთი გამორჩეული ხიდი “ოქროს კარიბჭე“ გაიხსნა. იგი მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალი დაკიდებული ხიდის ტიტულს ფლობს. სანამ ხიდი აშენდებოდა, სან - ფრანცისკოდან მარინის ოლქამდე მისასვლელად ერთადერთი გზა იყო ნავი. მას შემდეგ ქალაქ სან ფრანცისკომ აყვავება დაიწყო. ხიდის მშენებლობა 35 მილიონი დოლარი დაჯდა. xididd-1609584004.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz