გაიცანით 9 წლის YouTube ბლოგერი, რომელმაც 2020 წელს 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა | Allnews.Ge

გაიცანით 9 წლის YouTube ბლოგერი, რომელმაც 2020 წელს 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

რაიან კაჯიმ, რომელიც  YouTube ბლოგერია, ყველა დროის რეკორდი დაამყარა და 9 წლის ასაკში მხოლოდ 1 წლის განმავლობაში თითქმის 30 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო.

რაიანს YouTube-ზე საკუთარი გვერდი, „რაიანის სამყარო“ აქვს სადაც სახალისო ვიდეოებს დებს. ის თანატოლებს სათამაშოების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს და რჩევებს აძლევს.

რაიანს ხშირად „ბავშვ-ინფლუენსერს“ უწოდებენ, მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს.

რაიანს ვიდეოების გადაღებასა და დამონტაჟებაში მშობლები ეხმარებიან.