NASA პირველად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მარსის მთლიანი ჰორიზონტი ჩანს | Allnews.Ge

NASA პირველად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მარსის მთლიანი ჰორიზონტი ჩანს

NASA პირველად აქვეყნებს უმაღლესი რეზოლუციის პანორამულ ფოტოებს მარსიდან, რომელიც მარსმავალმა Curiosity-მ გადაიღო.

ნასაში ამბობენ, რომ პანორამული ფოტოები 2019 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდშია გადაღებული.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 360 გრადუსიანი პანორამული ფოტოები გვაქვს და მარსის მთლიანი ჰორიზონტის აღქმა შეგვიძლია", - ამბობენ მეცნიერები.

ფოტოები ისეთია, რომ მათი მოახლოების შემთხვევაში შორ მანძილზეც შესაძლებელია დაინახოთ, თუ როგორია "წითელი პლანეტა".

მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს 7 წლის წინ NASA-მ მარსზე მარსმავალი, Curiosity გაგზავნა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში დედამიწაზე იქ მიღებულ ინფორმაციას და ფოტოებს გზავნიდა.

2019 წლის 13 თებერვალს მასთან ნასამ კონტაქტი დაკარგა, თუმცა მალევე შეძლეს აღდგენა. რობოტი შვიდი წლის განმავლობაში შეიცვალა, დაზიანდა და მისი შესაძლებლობებიც შემცირდა, თუმცა ფოტოების გადაღება და გამოგზავნა კვლავ შეუძლია.

myquiz