ჩინეთში გამოუშვეს სატვირთო მატარებელი, რომელსაც შეუძლია 350 კმ/სთ სიჩქარის განვითარება | Allnews.Ge

ჩინეთში გამოუშვეს სატვირთო მატარებელი, რომელსაც შეუძლია 350 კმ/სთ სიჩქარის განვითარება

ტანშანის ლოკომოტივმშენებელმა ქარხანამ Tangshan Co., წარმოადგინა მატარებელი, რომელსაც შეუძლია 350 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით კომპანია ირწმუნება, რომ ამ მატარებელს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

სამგზავრო მატარებლებისგან განსხვავებით სატვირთო მატარებელი აღჭურვილია უფრო განიერი კარით, მათი სიგანე 2,9 მეტრს შეადგენს. ლოკომოტივის ფორმა კი ჩინურ ზუთხს გვაგონებს, რაც მის აეროდინამიკურ მაჩვენებლებს აუმჯობესებს.

მატარებელი იყენებს მაღალი სიხშირის კავშირის ტექნოლოგიას UWB, მონაცემთა გადაცემის მობილური კავშირს და თანამგზავრული სანავიგაციო სისტემას „ბეიდოუ“, რაც უზურნველყოფს ტვირთის ზუსტ ამოცნობასა და პოზიციონირებას, ასევე კავშირს მატარებლებსა და სადგურებს შორის.

ახალი მატარებლებს  გამოიყენებენ 600-1500 კმ მანძილზე ჩქაროსნულ მაგისტრალებზე.

Autobild.ge

myquiz