პირველად უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მთვარის გრუნტი დედამიწაზე ჩინურმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ჩამოიტანა (ფოტოები) | Allnews.Ge

პირველად უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მთვარის გრუნტი დედამიწაზე ჩინურმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ჩამოიტანა (ფოტოები)

ჩინური უპილოტო კოსმოსური მისია სახელად Chang'e-5 დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდა.

საფრენი აპარატი მონღოლეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით  01:30-ზე დაეშვა. Chang'e-5 დედამიწიდან მთვარეზე პირველ დეკემბერს გაფრინდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-სა და ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ მე-3 ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარიდან დედამიწაზე გრუნტი ჩამოიტანეს.

ამასთან, ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში მთვარის ზედაპირიდან ნიმუშის დედამიწაზე ჩამოტანის პირველი შემთხვევაა.

myquiz