„პიჟამა-კოსტიუმი“- იდეალური ტანსაცმელი Zoom-ის შეხვედრების დროს | Allnews.Ge

„პიჟამა-კოსტიუმი“- იდეალური ტანსაცმელი Zoom-ის შეხვედრების დროს

პანდემიის გამო დღესდღეობით მილიონობით ადამიანი სახლიდან მუშაობს. ხშირ შემთხვევაში მათ მნიშვნელოვანი ონლაინ შეხვედრები აქვთ, რის გამოც ოფიციალურად ჩაცმა უწევთ.

იმისათვის რომ სახლიდან ოფიციალურ შეხვედრებს დაესწროთ და თან თავი კომფორტულად იგრძნოთ, იაპონელმა დიზაინერებმა ახალი ტანსაცმელი  “Pajamas Suit” შექმნეს.

მათ უკვე შექმნეს რამდენიმე მოდელი როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ამჟამად პიჟამები 4 ფერისაა- შავი, თეთრი, რუხი და ლურჯი. რაც შეეხება ფასს, ერთი პიჟამა-კოსტიუმი 4 990 იენი (48 დოლარი) ღირს.