რა ეღირება მძღოლის გარეშე მართვადი ავტომობილები, რომლებიც ჩინეთის ქუჩებში მალე გამოჩნდებიან | Allnews.Ge

რა ეღირება მძღოლის გარეშე მართვადი ავტომობილები, რომლებიც ჩინეთის ქუჩებში მალე გამოჩნდებიან

დღესდღეობით ავტომატურად მართვად ავტომობილებზე, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება, არაერთი კომპანია მუშაობს.

CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის ქუჩებში მსოფლიოში პირველად ავტომატურად მართვადი ავტომობილები უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან.

ავტომობილები ჩინურმა სტარტაპ-კომპანია AutoX-მა დაამზადა. კომპანიის განცხადებით, ავტომობილები თავდაპირველად ჩინეთი ქალაქ შენჟენის ქუჩებში გამოჩნდებიან, შემდეგ კი მთელს ქვეყანაში დაიწყება მათი ეტაპობრივი გავრცელება.

როგორც ცნობილია, ავტომობილებს 315 ცხენის ძალა ექნებათ და 155 კმ.სთ. სიჩქარის განვითარებას შეძლებენ.

რაც შეეხება, თვითმართვადი ავტომობილების ფასს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის დაახლოებით 40 000 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.

myquiz