პირველი ადამიანი მარსზე ფეხს უახლოესი 6 წლის განმავლობაში დადგამს- ილონ მასკის ამბიციური გეგმა | Allnews.Ge

პირველი ადამიანი მარსზე ფეხს უახლოესი 6 წლის განმავლობაში დადგამს- ილონ მასკის ამბიციური გეგმა

SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ პირველი ადამიანი მარსზე ფეხს უახლოესი 6 წლის განმავლობაში დადგამს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წელიწადში მოხდება, თუმცა თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს, შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს და მარსზე ადამიანის წაყვანა 4 წელიწადში შევძლოთ“, - განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე მარსზე 100 ადამიანს გაუშვებენ.

ილონ მასკმა მარსზე გაფრენის შესახებ პირველად 2016 წელს განაცხადა. მასკი ამბობდა, რომ მოგზაურობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში განხორციელდებოდა.

 

myquiz