10 საჭირო აპლიკაცია, რომელიც ყველა ადამიანის მობილურში უნდა იყოს | Allnews.Ge

10 საჭირო აპლიკაცია, რომელიც ყველა ადამიანის მობილურში უნდა იყოს

გთავაზობთ 10 სასარგებლო აპლიკაციას, რომელიც ყველა ადამიანს გამოადგება:

Maps.me

ამ აპლიკაციას მსოფლიოში 90 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. Maps.me რუკაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაგეხმარებათ იპოვოთ სასურველი მისამართი. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ იგი ინტერნეტის გარეშეც მუშაობს.

Snapseed

Snapseed-ი Google-ს მიერ შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც ფოტოების პროფესიონალურად დამუშავების საშუალებას იძლევა.

LastPass

LastPass-ის მეშვეობით შეგიძლიათ, ერთი პაროლი ამ აპლიკაციას დაამახსოვრებინოთ და "საცავში" შეანახინოთ, სხვადასხვა ბრაუზერებსა და აპლიკაციებს კი მისი მეშვეობით გახსნით. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეგიძლიათ დაიცვათ პერსონალური ინფორმაცია, ფოტოები, ვიდეოები, ჩანაწერები, შექმნათ ძლიერი პაროლი.

Shazam

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა მოგწონებიათ სიმღერა, რომლის არც სახელი გახსოვთ და არც შემსრულებელი, აპლიკაცია Shazam-ი კი სწორედ მის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. აპლიკაციას შეუძლია, წამიერად ამოიცნოს სიმღერა და შეგატყობინოთ, ვინ არის შემსრულებელი და რა არის მისი სახელი.

Tiny Scanner App

აპლიკაციას შეუძლია ნებისმიერი ფორმატის დოკუმენტი მობილურში ჩამოგაწერინოთ, დაასკანეროს და ფოტოს ან PDF-ის სახით შეინახოს.

SafeTrek

ცხოვრებაში შესაძლოა, დადგეს მომენტები, როდესაც საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით, მაგალითად, ღამით ავტომობილით მოძრაობისას, არასწორი მიმართულებით წასვლისას, ეს აპლიკაცია კი საშუალებას იძლევა, თუ რამე შეგემთხვევათ, პოლიციაში ავტომატურად დარეკოს და გააფრთხილოს, სად იმყოფებით.

Qwiki

თუ ფოტოების გადაღების მოყვარული ხართ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა. Qwiki გეხმარებათ, გადაღებული ასობით ფოტოდან საუკეთესოები ამოარჩიოთ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოთ.

Feedly

თუ მუდმივად საქმის კურსში ყოფნა გიწევთ, რისთვისაც ახალი ამბები უნდა იკითხოთ, სხვადასხვა ვიდეოს უყუროთ, ფოტოები დაათვალიეროთ და ამ ყველაფერში ბევრ დროს კარგავთ, ამ პრობლემას ერთი აპლიკაცია გადაგიჭრით. ეს ერთი აპლიკაცია გატყობინებთ ყველა იმ სიახლის შესახებ, რამაც შეიძლება, თქვენ დაგაინტერესოთ.

VIDEODER

აპლიკაცია ვიდეოების გადმოწერას უზრუნველყოფს, ამიტომ თუ მობილურ ტელეფონში ვიდეოს ჩაწერის პრობლემა გაქვთ, VIDEODER-ით მარტივად მოაგვარებთ. მისი მეშვეობით ტელეფონში Youtube-დან ნებისმიერი ვიდეოს გადმოწერა შეგიძლიათ.

Free Wifi Finder

ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ ნებისმიერ ადგილას იპოვოთ უფასო Wifi და გამოიყენოთ ის. მაგალითად, თუ ზიხართ უცნაურ კაფეში, სადაც ინტერნეტი არ აქვთ, თქვენ კი სასწრაფოდ ელექტრონული შეტყობინება გაქვთ გასაგზავნი, ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ იპოვოთ და გამოიყენოთ ახლომახლოს მდებარე უფასო ინტერნეტი.